ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2955
ObjectID: 2955
ID: 2955
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული ნაგებობა აგურითაა ნაშენი. ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილი და შეღებილია. იგი უხვადაა შემკული მცირე პლასტიკის ნიმუშებით და ამპირის სტილის დეკორატიული ელემენტებით. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველი სართული სახეცვლილია. იგი მაღაზიის სამი ვიტრინითაა დანაწევრებული. ამას გარდა, ცენტრალური ნაწილი, განსხვავებით კედლის განაპირა, რუსტირებული სიბრტყეებისგან, მეტლახითაა მოპირკეთებული, რაც მნიშვნელოვნად ცვლის იერსახეს. სართულებს შორის გამყოფ ხაზად მეანდრების სარტყელი მიუყვება. მეორე სართულს შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა. განსაკუთრებული დატვირთვა შენობის კუთხეებზე მოდის. ორივე მხარეს სარკმლის თითო ღიობია წყვილი პილასტრებით ფლანკირებული. სარკმლებს ორნამენტული საპირე შემოუყვება. ამას გარდა, მას ამკობს დეკორატიული თარო და კრონშტაინები, მის ქვემოთ მცენარეული ორნამენტისა და ლარნაკის გამოსახულება. სარკმლების ქვემოთ კი, ასევე ჰორელიეფურად, გირლიანდებია მოცემული. კომპოზიციას ასრულებს უხვი ორნამენტული ფორმებით დატვირთული სამკუთხა ფრონტონი. ფასადის ცენტრში სამი ღიობია: ლითონის აივანზე გამავალი კარი და მის აქეთ-იქით ორი სარკმელი. სამივე ღიობს ორნამენტული საპირე შემოუყვება და მამაკაცის თავიანი სანდრიკი ამკობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლითონის ორნამენტული მოაჯირის მქონე აივანი. შენობას ასრულებს პარაპეტი ცენტრში მოცემული ატიკით. იგი აივნის კარს უსწორდება და ერთგვარ ვერტიკალურ ღერძს წარმოქმნის ფასადის კომპოზიციაში. ეზოს მხრიდან ნაგებობას, მეორე სართულზე, შენარჩუნებული აქვს ხის შემინული შუშაბანდი ორნამენტული მოაჯირითა და ხისავე კრონშტაინებით. პირველი სართული შელესილია. ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. ფასადზე შეინიშნება გრძივი ბზარები, ჩამოშლილია ბათქაში, დაზიანებული საფასადო სკულპტურა. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ და არქიტექტურულ განაშენიანებაში. იგი საჭიროებს რესტავრაციას ავთენტურობის სრული აღდგენის გათვალისწინებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4230
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./69
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79906498
Y: 41.70771481