CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2953
ObjectID: 2953
ID: 2953
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმაში ოთხკუთხაა. ფასადის მხრიდან ორსართულიანია, ნაგებია ძველი წითელი აგურით, ზოგ ადგილას ხის მასალაა ჩართული. ხის არის ასევე ეზოს მხრიდან შერჩენილი ავთენტური ნაწილის აივანი და კიბე. მთავარი შენობის ქუჩაზე გამავალი ფასადი შელესია. ნალესობა პირველ სართულზე ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია და ჩანს აგურის წყობა. ამავე სართულზე სრულად დარღვეულია ნაგებობის თავდაპირველი იერსახე იქ განთავსებული სავაჭრო ფართების და უსახური დიზაინის გამო. მარჯვენა კუთხეში ამჟამად კიდევ ერთი ფართე ღიობია გაჭრილი სავარაუდოდ სავაჭრო ფართისთვის. პირველ სართულზე არსებული პატარა, კვადრატული სარკმლები სრულიად სადაა, სავარაუდოდ გვიანი ჩარევის შემდგომ. ასევე აქვს ორი არაავთენტური სადარბაზო. მთავარი ფასადის მეორე სართული საკმლის თავსართების უხვი დეკორით გამოირჩევა - კრონშტეინებზე დაყრდნობილი ვიწრო, ნახევარწრიული ტიმპანით დასრულებული სანდრიკის და სარკმლის მოჩარჩოებას შორის დამატებით გირლანდების წყვილია გამოსახული, ხოლო სარკმლებს შორის დარჩენილ ვიწრო სიბრტყეს რუსტიკა ავსებს. კარნიზის ქვეშ გეომეტრიული ორნამენტი (ამოტრიალებული სამსაფეხურიანი კვარცლბეკის ფორმის) მიუყვება. ცენტრალურ ნაწილში შენობას ასრულებს ფიგურული ფრონტონის ნაირსახეობა – კიდეებში პისალტრებით და თაღოვანი ნიშნებით შემკული ღიობის ცენტრში ხილით დახუნძლული, მამაკაცის სახიანი სახელურებით შემკული თასის ქანდაკი. ფასადზე არის სამი ლითონის ჭვირული თანადროული აივანი და რკინის ჭიშკარი, რომელსაც თანადროული მხოლოდ ზედა ნაწილი აქვს. გვერდითი ფასადები წითელი აგურისგან არის ამოყვანილი, ფრონტონთან ახლოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ხის მოგვიანო აივნით. ნაგებობას აქვს დახურული შიდა სამი გამიჯნული ეზო - მარჯვნივ, მარცხნივ და პირდაპირ. სამივეგან ქვედა სართულები ახალი შელესილ-გარემონტებულია, თავდაპირველი სახით ავინების ფრაგმენტები რამდენიმე შუშაბანდით და ხის კიბით დარჩენილია ზედა სართულზე. სრულიად დარღვეულია ეზოს იერსახე. სარდაფში ერთი ჩასასვლელი არის ფასადის მხრიდან, მაღაზიის ქვეშ. დანარჩენი ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5137
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩიქობავა არნოლდის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
სავაჭრო;
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8059877
Y: 41.70461215