CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2951
ObjectID: 2951
ID: 2951
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი უშანგი ჩხეიძის ქუჩა #25-ში მდებარეობს. სამსართულიანი შენობა, სარდაფით XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება, კერძოდ კი 1909 წლით. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშსს წარმოადგენს ქუჩის განაშენიანებაში. საინტერესოა მისი მთავარი ფასადის არქიტეტურული გადაწყვეტა, რომელიც რიზალიტებითაა დანაწევერებული. შენობის დეკორი მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს, თუმცა სადაა და არ არის გადატვირთული. თითოეული ღიობი გაფორმებულია სხვადასხვა გეომეტრიული გამოსხახულებებით, ფრონტონებით, ნიჟარებით. ფასადზე სიმეტრიულადაა განაწილებული, რიზალიტებზე ნახევარწრიული, ხოლო ცენტრალურ ნაწილში _ სწორკუთხა ფომის ლითონის აივნები. ეზოში შესასვლელი თაღის თავზე მოთავსებული ნახევარწრიული ფორმის აივანი გვიანდელია. საინტერესოა შენობის სადარბაზო და მისი კარი, რომელიც ასევე მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს. ეზოს მხარეს თბილისური სახლისათვის დამახასიათებელი აივნიანი და შუშაბანდიანი ფასადია წარმოადგენილი, კუთხის ნაწილში ლითონის დახვეული კიბით. ამჟამად ეზოს ფასადი გადაკეთებულია, თუმცა ნაწილობრივ მაინც შემორჩენილია ხის მოაჯირები და სვეტები. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5178
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე უშანგის ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1909 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.793307
Y: 41.70872486