CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2950
ObjectID: 2950
ID: 2950
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს და აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით". გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის პირველი სართულის განაპირა ნაწილებში სწორკუთხა გვირაბებია გაჭრილი, რომელთაგან მარცხენა მეზობელი სახლის ეზოში შედის (გ. ჩუბინაშვილის ქ. #25), მარჯვენა კი აღნიშნული სახლის ეზოს აკავშირებს ქუჩასთან. ორივე გვირაბს შებმული აქვს ლითონის ჭიშკარი. გვირაბებს შორის ოთხი ღიობია, მარცხენა კარისაა და სადარბაზოს ეკუთვნის. დანარჩენი სამი კი ფანჯრის ღიობს წარმოადგენს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის სწორკუთხა უბეებია მოთავსებული. გვირაბები და სადარბაზოს კარი გლუვი პილასტრებითაა ფლანკირებული, რომლებიც მეორე და მესამე სართულების გავლით, კარნიზამდე გრძელდება. სართულებს შორის გავლებულია ჰორიზონტალური სარტყელები. მეორე და მესამე სართულზე, სიმეტრიის ღერძიდან ოდნავ მარჯვნივ, ერთმანეთის თავზე გაჭრილია სწორკუთხა კარის ღიობები, რომლებსაც წინიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნები აქვს მიდგმული. აღნიშნულ, ორ სართულზე ფანჯრის ღიობები სწორკუთხა მოხაზულობისაა და ქვედა ნაწილებში, პირველი სართულის მსგავსად, სწორკუთხა უბეები აქვს გაკეთებული, ზედა ნაწილებში კი გლუვი საჭექი ქვებითაა დამშვენებული. მესამე სართულის ღიობთა თავზე ორსაფეხუროვანი შვერილი თაროებია მოთავსებული. ფასადი სამსაფეხუროვანი კარნიზით სრულდება, რომელიც აივანთა ასწვრივ მოთავსებულ, სამწახნაგა ფრონტონსაც ევლება. ფრონტონის გულში კი კედლის სიღრმეში ჩაწევით მიღებული, საფეხურებიანი პირამიდის მოხაზულობის მქონე ჩაღრმავებაა გაკეთებული. ეზოს მხარეს არსებული, ხის, გახსნილი აივნები ამჟამად, შემინულია. სახლი აშენებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყიში. ქუჩაზე გამავალი ფასადის ლითონის ნაწილები და სადარბაზოს კარი მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5148
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./23a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80159759
Y: 41.71351567