{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2948?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2948?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2948?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2948",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2948,
    "ID" : 2948,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული შენობა ძველი აგურითაა ნაშენი, ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილია. ნაგებობა ორსართულიანია. შენობის არქიტექტურა კლასიცისტური ელემენტების შემცველია. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. მე-2 სართული სამ ძირითად სიბრტყედ იყოფა. განაპირა სიბრტყეები თითო სარკმლით, ხოლო შუა ნაწილი სამი სარკმლის ღიობით ნაწევრდება. თითოეული მათგანს მარტივი პროფილის მქონე საპირე აქვს. პირველ, მესამე და მეხუთე ღიობებს ლითონის სწორკუთხა აივნები აქვს. განაპირა სარკმლები ფლანკირებულია დორიული ორდერის პილასტრებით, რომელთა ტანი კანელურებითაა დაღარული. პირველი სართული სახეცვლილია. იგი სავაჭრო ობიექტებს ეთმობა. ეზოში შესასვლელის გარდა, ამ სართულს სამი განიერი ღიობი ანაწევრებს. ნალესობის ნაცვლად, კედლის დარჩენილი სიბრტყე მეთლახითაა მოპირკეთებული, რომელიც კუთხეში ნაწილობრივ ჩამოცვენილია. შენობას ასრულებს პარაპეტი. ეზოს მხრიდან ნაგებობა რამდენადმე სახეცვლილია, რაც აგურის ამოშენებითა და ზოგიერთი ნაწილის გვიანდელი შელესვითაა გამოწვეული. თუმცა, შემორჩა ხის გალერეის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხისავე სვეტები, ორნამენტული კარნიზი და კრონშტაინები. სადარბაზოში, ასევე შემორჩა ხის ძველი კიბე და რამდენიმე, თეთრად შეღებილი რიკული. \nეზოს მხრიდან შენობას ორსართულიანი მიშენება აქვს, რომელიც არქიტექტურული რგოლს წარმოადგენს მასსა და მომიჯნავე ეზოს შენობის კედელს შორის. მიშენება, ასევე ორსართულიანია, თუმცა უფრო დაბალია და არც მხატვრულად მნიშვნელოვანი ელემენტებითაა შემკული. \nშენობა საჭიროებს რესტავრაციას და ავთენტური იერის დაბრუნებას. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ქუჩისკენ მიმართული ფასადის დათვალიერებისას. ჩამოცვენილი ნალესობა, ბზარები, ცემენტით თვითნებურად ამოვსებული ნაპრალები, პირველ სართულზე მაღაზიის მძლავრი ლითონის აბრა და მეტლახით მოპირკეთებული კედლები აშკარად ცვლის შენობის იერსახეს. თუმცა, დაზინაების მიუხედავად, ნაგებობა ქუჩის განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს დღესაც.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4233",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./71",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799076059999997,
    "Y" : 41.707897129999999
  }
}