{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2946?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2946?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2946?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2946",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2946,
    "ID" : 2946,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "არქიტექტორ ალ. შტერნის მიერ პოლკოვნიკ აკციზისათვის 1880 წელს აგებული ორსართულიანი ნაგებობა ძველი აგურითაა ნაშენი. 2012 წელს აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ნაგებობის ფასადმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მანამდე არსებული შელესილობა წითელი და ნაცრისფერი აგურის მოპირკეთებებ შეცვალა. კუთხეში, სადარბაზოს კარის ვერტიკალურ აყოლებაზე ამაღლდა პარაპეტი, შეიცვალა კარებისა და სარკმლების ჩარჩოები. თაღოვანი მოხაზულობის სარკმლების ჩარჩოებმა დეკორატიული მნიშვნელობა შეიძინა. ცვლილება განიცადა სადარბაზოს ინტერიერმაც: განახლდა კიბეები. შენობის ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული სარკმელებიდა და კარების ღიობებით, ასევე ეზოში შესასვლელი კარის განიერი ღიობით. \r\nფასადის არქიტექტურული იერი კლასიცისტური და ამპირის სტილის სინთეზით იქმნება. მეორე სართულის სარკმლებს შორის აყოლებულ რუსტირებულ პილასტრებს მცირე ფრონტონები ასრულებს პარაპეტზე. პარაპეტის ამაღლებულ ნაწილზე, ნაცრისფერი, ასევე მცირე ზომის პილასტრები და რელიეფურად ამოზრდილი ვარდულებია წარმოდგენილი. დეკორატიული როლი ენიჭება ფასადზე აგურისფრისა და ნაცრისფრის შეხამებას და მონაცვლეობას, სართულებს შორის აგურის კუთხეებით შექმნილ კარნიზს. შენობას მეორე სართულზე აქვს ლითონის აივანი, ასევე რეაბილიტაციის დროს გაკეთდა სადარბაზოს ლითონის წინფრა. შეიცვალა ლითონის ალაყაფი. ეზოს მხრიდან ფასადი ხის შემინული შუშაბანდისგან შედგება, რომელსაც არათანაბარი სიმაღლე აქვს. შედარებით დაბალი ნაწილის უკან დაშენება ჩანს. \r\nარქიტექტურული ელემენტების სახით ყურადღებას იქცევს ხის კრონშტაინები. პირველ სართულზე იერს ცვლის ლითონის გისოსებში ჩასმული მცირე მინაშენი. აღსანიშნავია, რომ უკანა ფასადი არ დაქვემდებარებია განახლებას. ამ მხრიდან, თვალსაჩინოდ ჩანს, რომ შენობის მდგომარება ცუდია. ჩამოშლილი ჭერის ბათქაში, შეინიშნება ნესტის კვალი, ბზარები. ქუჩის მხრიდან გაღებული ფანჯრიდანაც კი გამოჩნდა სახურავიდან ჩასული წყლის კვალი. \r\nსარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ნაგებობა ინარჩუნებს მხატვრულ-კულტურულ მნიშვნელობას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის განაშენიანებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩატარებული სამუშაო არაა საკმარისი შენობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იგი კვლავ საჭიროებს გამაგრებას. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4240",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./81",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1880 წ.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798240389999997,
    "Y" : 41.708679109999999
  }
}