{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2942?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2942?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2942?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2942",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2942,
    "ID" : 2942,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სახლი ახალი აგურითა და ქვის ბლოკებითაა აგებული. შენობა ი. ჯავახიშვილის ქუჩას გრძივად მიუყვება. მარჯვენა ნაწილში სახლის ძლიერ შვერილი ხუთსართულიანი რიზალიტი, ქუჩის განაშენიანების ხაზს არ სცილდება, მარცხენა ნაწილი კი ოთხსართულიანია და ორიოდე მეტრით შიგნითაა შეწეული. აღნიშნულ სექტორებს შორის სწორკუთხა შეღრმავებაა გაკეთებული, რომელშიც განთავსებულია მეორე სადარბაზოს კარი. კარის წინ შვიდსაფეხურიანი კიბეა, მის ასწვრივ კი, მისივე სიგანის, ოთხივე სართულს აყოლებული, დიდი, შემინული ღიობებია მოთავსებული. შენობის მარცხენა კუთხეში ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია, რომლის მარჯვნივაც, მესამე ღიობში პირველი სადარბაზოს კარია მოთავსებული. \nშენობის პირველი სართული აგურის, შელესილი ცოკოლითაა ამაღლებული, მასში ალაგ-ალაგ გაჭრილია სარდაფის ვიწრო, სწორკუთხა სარკმლები. სართულის დანარჩენი ნაწილებიც სწორკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული, კედლები კი ქვის, ხაოიანი ზედაპირის მქონე რუსტებითაა დაფარული. ზედა სართულები ერთმანეთისგან ჰორიზონტალური სარტყელებით გამოიყოფა. \nკედლები შელესილია და ნალესობაში გამოყვანილია წყობის იმიტაცია. სარკმლის ღიობებზე უფრო განიერ, კარის ღიობებს სამი მხრიდან არშია ევლება. წინიდან მათ მიდგმული აქვს გეგმით სწორკუთხა, ლითონის მოაჯირებიანი აივნები. იდენტურია ფანჯრის ღიობთა მორთულობაც, ოღონდ, მათი ქვედა ნაწილის მომაჩარჩოებლად ერთიანი, ჰორიზონტალური სარტყელებია წარმოდგენილი. \nშენობის საფასადო ნაწილი ძლიერ, შვერილი კარნიზით სრულდება. სახლი თუნუქის სახურავითაა დაბურული. ეზოს მხარეს, ცენტრიდან ოდნავ, მარჯვნივ სადარბაზოს ეზოში გამავალი, მეორე კარია მოთავსებული, მის ასწვრივ კი კვადრატული მოხაზულობის სადარბაზოს სარკმლებია გაჭრილი. მის აქეთ-იქით ოთხივე სართულს შუშაბანდები აუყვება. \nნაგებობის ხუთსართულიანი მონაკვეთი, ეზოს მხრიდანაც რიზალიტითაა გამოწეული და მასაც შუშაბანდები აუყვება. სახლი ეზოს მხოლოდ, ერთი მხრიდან ფარგლავს, დანარჩენი მხარეები მეზობელი შენობებით იფარგლება. \nსახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის 50-იან წლებში. მისი მთავარი ფასადი საბჭოთა ნეოკლასიცისტურ და კუნსტრუქტივისტულ სტილშია გადაწყვეტილი.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5392",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./86",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 ს-ის შუახანა.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799842079999998,
    "Y" : 41.711824530000001
  }
}