CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2940
ObjectID: 2940
ID: 2940
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი თითქმის სიმეტრიულია, კომპოზიციის ცენტრში და კიდეებში რიზალიტებია მონიშნული. განაპირა რიზალიტებზე, ზედა სართულებზე, ღრმა წირთხლებიანი დიდი ზომის ღიობებია გაჭრილი, რომლებსაც მცენარეული ღეროებით შემკული რკინის ცხაურებით შემოსაზღვრული ფრანგული აივნები ერთვის. მარჯვენა რიზალიტში პირველ სართულზე სტანდარტული ზომის სარკმელია დატანილი, მარცხენაში კი - ეზოში შესასვლელი მართკუთხა გვირაბია გაჭრილი. ცენტრალურ რიზალიტში სადარბაზოს ღიობია მოთავსებული, რომელსაც ხის ორფრთიანი, მოდერნის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმებით გაფორმებული კარია წარმოდგენილი, რომლის სურათსაც ერთმანეთისკენ შებრუნებული ნახევარწრეები, მასში მოთავსებული სწორკუთხა გისოსი და მოხდენილ ღეროზე მოთავსებული ყვავილი ქმნის. კარის თავზე, ორივე სართულზე თითო აივანია შეკიდული, რომელზეც თითო ღიობი გამოდის. სამივე რიზალიტს არასწორხაზოვანი ფორმის, თაღებითა და ბურთულაკებით გაფორმებული, მოდერნული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ატიკები ასრულებს. ზედა ორ სართულზე, კომპოზიციის შუა ღერძიდან თანაბრად დაშორებული აივნებია მოთავსებული. თითოეული აივანი მუცლიანია, რკინის ცხაურებით არის შემოსაზღვრული, რომლის სურათსაც გრეხილ ღეროებზე მიბმული ყვავილები ქმნის. ღიობებს შორის დარჩენილი სიბრტყეები ვარდულებითა და მათგან დაშვებული ბურთულაკებიანი ღეროებით, მცენარეული კომპოზიციებითა და ადამიანის თავის გამოსახულებებით არის შემკული, რაც ფასადს საზეიმო ელფერს მატებს. აღსანიშნავია, რომ მოდერნული ცხაურითა და შუქფარნით გაფორმებული კიბის გვერდით, ვესტიბულის კედლებზე კორინთულ პილასტრებსაც ვხვდებით. სახლი ეზოს შეიცავს, რომლისკენაც ხის ჭვირული მოაჯირებით შემოსაზღვრული თავდაპირველი აივნები, შუშაბანდები და ხვადასხვა მასალით მათ ადგილას ამოშენებული კედლებით არის წარმოდგენილი. თითქმის სრულად სიმეტრიული ფასადი მოდერნის სტილისაა. მასზე მძლავრი რიზალიტების სახით მახვილებია დასმული, რაც ფასადს მყარს ხდის. სამკაულით უხვად, თუმცა გააზრებულად შემკული ექსტერიერი მაღალმხატვრული ღირებულებისაა, რაც მას მიმდებარე განაშენიანებაში გამოარჩევს და თვალსაჩინოს ხდის. ის ქუჩის მონაკვეთს მდიდრულ ელფერს მატებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასშტაბური საცხოვრებელი სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიმუშია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4711
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./28
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8002995
Y: 41.71290161