{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2938?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2938?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2938?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2938",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2938,
    "ID" : 2938,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორი ქუჩის კუთხეში აღმართული მსხვილმასშტაბიანი, სამსართულიანი სახლის ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ფორმებით არის შემკული. გიორგი ჩიტაიას ქუჩისაკენ მიმართული ფასადი სიმეტრიულია. კომპოზიციის შუა ღერძის ორსავ მხარეს, სამივე სართულზე განლაგებული პილასტრებით რიზალიტებია მონიშნული, რომლებშიც შენობაში შესასვლელი რკალური ფორმის ფრამუგით დაგვირგვინებული კარებია გაჭრილი. თაღის შემომწერ, მცირე ზომის პილასტრებს დაყრდნობილი საპირე ცხოველის თავის გამოსახულებით არის შემკული. მის გარშემო კი მცენარეული გამოსახულებებია წარმოდგენილი. მათ ზემოთ, ცენტრული კომპოზიციის მქონე რკინის აჟურული ცხაურებით შემოსაზღვრული მართკუთხა გეგმარების აივნებია მოთავსებული, რომლებსაც პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი რკალური ფრონტონებით დაგვირგვინებული და გირლანდებით შემკული ღიობები ერთვის. ფასადის შუა ღერძზე, რიზალიტებს შორის, ყველა სართულზე, თითო-თითო სარკმელია დატანილი. აღწერილი კომპოზიციის ორსავ მხარეს, ღიობების თანმიმდევრული მწკრივებია მოთავსებული. მესამე სართულზე, ისინი, სადა საპირეებით არის შემოსაზღვრული, პირველ სართულზე ჩარჩოებს დეკორატიული საჭექი ქვები ერთვის, მეორე სართულის ფანჯრებს კი, კლასიცისტური თარო და მათ ქვეშ გამოძერწილი გირლანდების გამოსახულებები ამკობს. აღსანიშნავია სადარბაზოს კარის ცენტრული კომპოზიციის მქონე რკინის ცხაურები, აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული მარმარილოს კიბე, ვესტიბიულის მიმყოლ კედლებზე მოთავსებული სწორკუთხა ნიშები, რაც სადარბაზოს საზეიმო იერს ანიჭებს. სახლის კუთხე მოკვეთილია და წახნაგზე სარკმლებია გაჭრილი. გ. სულუხიას ქუჩისაკე გამავალი ფასადი შედარებით სადაა, სამკაული უხვად არ გვხვდება. სარკმლების თაროებით დაგვირგვინებული ნაწილი საჭექი ქვებითა და სადა საპირეებით არის შემკული. ნაგებობას სადა ფრიზი ასრულებს. \nამავე ქუჩის მხრიდან, შენობიდან განცალკევებით, ეზოში შესასვლელია მოწყობილი. სახლი ეზოს ორი მართი კუთხით შემოწერს. მისკენ მიმართულია, თითქმის უცვლელად შემორჩენილი, ჭვირული მოაჯირით, ასევე ჩუქურთმებით გაფორმებული შუშაბანდები და უბრალო ხის დეტალებით შემოსაზღვრული ღია აივნები. მხოლოდ პირველი სართულის გარკვეული მონაკვეთები არის ამოშენებული და დამატებითი, მცირემასშტაბიანი ნაგებობები ერთვის. აღწერილი საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისური ნაგებობების უდიდესი ნაწილი, ქუჩისკენ ევროპულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს ექვემდებარება, ეზოსკენ კი თბილისური აივნებით არის წარმოდგენილი. მისი სიმეტრიული ფასადი ბაროკული და სხვა ცალკეული ელემენტებით არის შემკული, რაც მას საზეიმო იერს ანიჭებს. \nაღწერილი ნაგებობა, მიმდებარე განაშენიანებაში მდებარე სხვა მოკრძალებული ექსტერიერის მქონე შენობებთან შედარებით, პომპეზურია და რამდენიმე მსხვილმასშტაბიან სახლთან ერთად ის ქუჩების მასშტაბსა და მხატვრულ სილუეტს განსაზღვრავს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4908",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "სხულუხია გრიგოლის ქ./2.ჩიტაია გიორგის ქ./19",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803398340000001,
    "Y" : 41.71371285
  }
}