ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2937
ObjectID: 2937
ID: 2937
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზ. # 106-ში მდებარეობს. ნაგებობა სამსართულიანია მანსარდით. ნაგებობაზე 2009-2011 წელს სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. დააშენეს მანსარდის ტიპის სართული და შენობის პარაპეტს შეუცვალეს იერსახე. XIX საუკუნის ბოლოს აგებული შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ის ერთ-ერთ დომინანტ ნაგებობას წარმოადგნეს დ. აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. პირველი სართული ამჟამად სავაჭრო დაწესებულებებს უჭირავს. შენობაში ასევე სხვადასხვა ოფისებია განლაგებული. გარკვეული ნაწილი საცხოვრებელი ფართებს უჭირავს. ქუჩის მხრიდან არის ერთი სადარბაზო კარი და ასევე ეზოში შესასვლელი თაღი. პირველი ორი სართული გვიან რენესანსული სტილით ხასიათდება, მძლავრი ქვის აივნებითა და კრონშნტეინებით, იონიური ორდერის სვეტებით, საფასადე დეკორით და სხვ. ფასადისთვის გამოყენებულია დეკორატიული ლესვა. როგორც ჩანს, მესამე სართული მოგვიანებით არის დაშენებული, რადგან ის პირველი ორი სართულისგან არქიტექტურული გადაწყვეტით განსხვავდება. აქ არ არის გამოყენებული დეკორატიული ლესვა, ასევე ეს ნაწილი ხაზოვან-გეომეტრიზირებული, სადა დეკორით ხასიათდება. მისი პარაპეტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, ახალია და ეხმიანება ფასადის საერთო კომპოზიციას. აქცენტირებულია ფასადის ცენტრალური და განაპირა მხარეები. შენობის სადარბაზო ასევე მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. აქ ყურადღებას იპყრობს რკინის ორნამენტიანი კიბეები და მისი რკინის მოაჯირი. იატაკზე ვხვდებით სხვადასხვა გამოასახულებიან დეკორატიულ ფილებს. სადარბაზოს კედლები პილასტრებითა და მასზე გარდამავალი თაღებითაა დანაწევრებული. კიდევ ერთ სადარბაზო კარებს ვხდებით ეზოში შესასვლელი თაღის ნაწილში, სადაც ასევე შემორჩენილია თანადროული რკინის კიბე ხის საფარით, ასევე მცენარეული მოტივებით გაფორმებული მოაჯირი და კანდელაბრი. აქვეა შემორჩენილი იატაკზე დეკორატიული ფილები. რაც შეეხება ეზოს მხარეს. აქ ვხდებით თბილისური სახლისათვის დამახასიათებელ შუშაბანდიან აივნებს, რომლის გარკვეული ნაწილი ამჟამად გადაკეთებულია ან შეცვლილია ახალით, თუმცა ამის მიუხედავად ეზოს ფასადი მაინც ინარჩუნებს თავის მხატვრულ-არქიტეტურულ ღირებულებას. აღსანიშნავია რკინის კიბე, ასევე ხის ჭვირული მოაჯირები, და ხის სვეტები. ნაგებობას აქვს სარდაფი. მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრამდეა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4128
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./106
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7962537
Y: 41.71049298