CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2933
ObjectID: 2933
ID: 2933
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით გ. ჩუბინაშვილის ქუჩას გრძივად მიუყვება. გეგმაში ის ლათინურ "ლ"ს წარმოადგენს და ე.წ. "ნიკოლოზის აგურითაა" აშენებული. ქუჩისკენ მიმართული ფასადი შეულესავია და მისი დეკორი აგურების ჩაწევა-ამოწევითაა გაკეთებული. ფასადის ორივე სართული მკვეთრად სიმეტრიულია, ერთმანეთის ასწვრივ მშვილდათაღოვანი ღიობებითაა დანაწევრებული. სიმეტრიის ღერძი დაბალი რიზალიტით ხასიათდება, მასში სადარბაზოს ხის კარია მოთავსებული, რომელიც არქიქექტურულ და შემინულ ნაწილებში ლითონის აჟურული ცხაურებითაა შემკული. უკანასკნელის თავზე ასევე კარის ღიობია, რომელსაც წინიდან გეგმაში სწორკუთხა ლითონის ჭვირულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული, გარდა საკუთარი დანიშნულებისა, ის სადარბაზოს ღიობისთვის წინფარას ფუნქციასაც ასრულებს. პირველი სართული გლუვი შელესილი ცოკოლითაა ამაღლებული. სართულის ფანჯრების სადა არშიას, სამი მხრიდან მართკუთხა "რუსტების" მაგვარი, შვერილების მწკრივი ევლება. ღიობთა ქვედა ჰორიზონტალური ნაწილები კი ორსაფეხუროვანი შვერილი თაროთია მოზღუდული, რომელიც ქვემოდან "სანდრიკისმაგვარი" შვერილებითაა შემაგრებული. ფანჯარათა თავზე გლუვი საჭექი ქვებია დასმული. პირველი სართულის დონეზე რიზალიტის კედელი აგურის წყობით გამოყვანილი, გლუვი რუსტებითაა გართულებული. ანალოგიური ფაქტურის რუსტები აუყვება აღნიშნული სართულის განაპირა ნაწილებს. პირველსა და მეორე სართულს შორის გავლებულ, ჰორიზონტალურ სარტყელს ქვემოდან კბილანების მწკრივი ევლება. მეორე სართულის ფანჯრები სადა არშიებითაა გამოყოფილი, ზემოდან საჭექი ქვები აქვთ, ქვემოდან კი მათ ყველა ღიობისთვის საერთო, წვრილი სარტყელი აჩარჩოებს. არშიის ვერტიკალური ნაწილები, ხსენებულ სარტყელს სცდება და სართულების გამყოფ სარტყელზეა დაბჯენილი. მათ შორის, ფანჯარათა ჩამოსწვრივ დარჩენილ გლუვ კედელში კი ორ-ორი სწორკუთხა შვერილია გაკეთებული. ვერტიკალური მოჩარჩოებები, შუაკედლისებზე გავლებული, ჰორიზონტალური შვერილი ლენტებითაა დაკავშირებული. მეორე სართულის განაპირა ნაწილები გლუვი კაპიტელების ადგილზე სამ-სამი კბილანის მაგვარი, შვერილების მქონე პილასტრებით არის ფლანკირებული. მთლიანად ფასადი სრულდება სამსაფეხუროვანი კარნიზით. კარნიზის ქვედა მხარეს, შუაკედლისების თავზე სამსაფეხუროვანი, გადმოპირქვავებული, სამკუთხა ნაშვერებია შებმული. კარნიზს მოსდევს პარაპეტი (იგი ახალი ამოყვანილია). შენობის სხვენში მანსარდაა მოწყობილი. საფასადო მხარეს მიმართული მისი ფანჯრები ნახევრად მოჩანს ქუჩიდან თვალიერებისას. ეზოში შესვლა მეზობელი სახლის (გ. ჩუბინაშვილის ქ. #23) მარჯვენა, ჩვენი სახლის მომიჯნავე ნაწილში გაჭრილი, სწორკუთხა გვირაბის მეშვეობითაა შესაძლებელი. სახლის ეზოს მხარეს მიმართული, გახსნილი, ხის, ღია აივნები, უმეტესწილად, ამოშენებული ან შემინულია. სახლი აშენებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5149
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80149034
Y: 41.71371069