CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2929
ObjectID: 2929
ID: 2929
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს პეტერბურგის ქუჩაზე და თავისი გეგმარებითი და სივრცული განაწილებით ორგანულად ეწერება ქუჩის განაშენიანებაში. შენობა სამსართულიანია. ნაშენია ძველი აგურითა და ბლოკით. ფასადები შელესილია და შეღებილი. სახლი გადახურულია ლითონის ფირფიტებით. გეგმით სახლი რუსული "П"-ს ფორმისაა მთავარი ფასადით ქუჩაზე გამოდის. ნაგებობის ფასადი სტილური თვალსაზრისით ეკლექტურია: შეიცავს ამპირის, კლასიციზმის ნიშნებს. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. I სართული რუსტირებულია და სწორკუთხა სარკმლების რიტმით დანაწვრებული. აქვეა სადარბაზოში და შიდა ეზოში შესავლელი კარებიც. სადარბაზოში აღსანიშნავია ხის კიბე, რიკულები. მეორე სართულის სარკმლები პირველის მოხაზულობას იმეორებს და ანაგლოგიურადაა განლაგებული. განმასხვავებელი მხოლოდ სადა, პროფილირებული თაროებია, რომელთაც მამაკაცის სკულპტურული გამოსახულებები ახლავს თან. ეზოში მოხვედრა ლითონის აჟურული ჭიშკრითაა შესაძლებელი. ეზო გეგმით სწორკუთხაა. ეზოს მხარეს სახლის ფასადი გალერეით იხსნება, რომელშიც ყურადღებას იპყრობს ხის ელემენტები და ლითონის კიბე. ამ მხარეს შენობის ცალკეულ ნაწილებს დაკარგული აქვს ავთენტურო სახე მოგვიანო ხანის ჩარევებით და სარემონტო სამუშაოებით. სახლს მოგვიანებით დაშენებული აქვს სრულიად უსახური დამატებითი სართული, რომელიც არღვევს მის მხატვრულ სახეს და მთლიანობას. ძეგლის ისტორიული, მხატვრულიდ და ქალაქგეგმარებითი მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე მასზე შესასრულებელი სამუშაოები უნდა განისზაღვროს მხოლოდ სარესტავრაციო/საკონსერვაციო მიზნით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4868
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სანქტ-პეტერბურგის ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79664546
Y: 41.70844625