CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2928
ObjectID: 2928
ID: 2928
Name: თამბაქოს ქარხანა
FullName: თამბაქოს ქარხანა
ComplexName:
Description: მოცემული შენობა, ყოფილი თამბაქოს ფაბრიკა, ორსართულიანია, დიდ მოცულობის გამო ფასადები წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილისა და სურამის ქუჩებზე გამოდის. შენობა წითელი აგურითაა ნაშენი და შეულესავია. მის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს, რომელიც წინამძღვრიშვილისა და ეზოს მხარეს შემოშენებულია ახალი ნაგებობებით. ორივე სართული დანაწევრებულია ღიობების რიტმით. პირველ სართულზე დიდი ნახევარწრიულ კონტურში სამი ფანჯრაა, რომლებიც ერთმანეთისგან აგურის პილონებითაა გამოყოფილი. მათ თავზე, მეორე სართულზე ჩამწკრივებული ოთხი სწორკუთხა სარკმელია. I სართულზე, ფოცხვერაშვილის ქუჩაზე გამავალ ფასადზე, ხის დიდი, თაღოვანი, ორფრთიანი კარია, რომელიც ძალზედ საინტერესოდაა დამუშავებულია (ჭრა და ორნამენტიკა). მის გვერდებზე მართკუთხა ფანჯრებია, რომელთა თავზე ოვალური სარკმელებია. სართულები ერთმანეთისგან აგურის წყობაში გამოყვანილი სარტყელით არის გამოყოფილი. ფასადების ძირას მოჩანს სარკმელები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შენობას აქვს სარდაფი. შენობა მიტოვებულია და შიგნით შესვალა ვერ მოხერხდა. ხანდაზმულობისა და მოუვლელობის გამო, იგი ძლზედ შელახულია და აგურის კედლების წყობა გამოქარული. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი წინამძღვრიშვილის ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5249
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./125
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79536381
Y: 41.71793592