CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2927
ObjectID: 2927
ID: 2927
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქუჩათა შესაყარს მოკვეთილი კუთხით შემოწერს. წიბოზე, სხვადასხვა ზომის რუსტების ვერტიკალურ მწკრივებს შორის ღიობები, რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული აივანი და სარდაფში ჩასასვლელია მოთავსებული. ქუჩების მიმყოლი ფასადები ასიმეტრიულია. რუსტირებულ პილასტრებს შორის მოქცეული, უბრალო საპირეებით შემოწერილი სარკმლები ანაწევრებს, მათ ქვეშ კი სარდაფის ნაწილობრივ ამოშენებული ფანჯრებია წარმოდგენილი. ეგნატე ნინოშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადის მარცხენა განაპირა მხარეს ეზოში შესასვლელი გვირაბი და მასში მოწყობილი სართულია მოთავსებული. მის ზემოთ წყვილი ფანჯრებია დატანილი. შენობაში შესასვლელი, მაღალი, სარკმლების რიგში ჩაწერილი, ფრამუგით დაგვირგვინებული კარი, კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩისკენ გამავალ ფასადზე, კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ მონიშნულ ვიწრო რიზალიტში არის გაჭრილი. ამავე მხარეს არის შეკიდული კიდევ ერთი აივანი, რომელსაც რკინის აჟურული მოაჯირი საზღვრავს. ნაგებობა კბილანებიანი ფრიზითა და სადა პარაპეტით სრულდება. სახლი პატარა ეზოს შეიცავს. მისკენ ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული, ეზოსთან ხის, ვიწრო რიკულებით გაფორმებული, გადახურული კიბით დაკავშირებული აივნები და შუშაბანდებია მიმართული. შუშაბანდების ნაწილი აგურის კედლებით არის ამოშენებული, რაც ეზოს ერთიან სურათს არღვევს. სარდაფში ჩასასვლელი კიდევ ერთი ღიობი ეზოს მხრიდან არის მოწყობილი. ეზოში, ძირითადი შენობისგან განცალკევებით, აღმართულია მცირე ზომის ნაგებობები. საცხოვრებელი სახლის ფასადი ძალზე სადად არის გაფორმებული. მისი ფასადები ასიმეტრიულია. საშუალო მხატვრული ღირებულების ნაგებობა მიმდებარე განაშენიანებისა თუ ქუჩების საერთო სურათის შექმნისათვის მნიშვნელოვანი კვანძია, რომელიც ორი ქუჩის შესაყარს მოხაზავს და ქუჩის მონაკვეთის სილუეტს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4718
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./61.ფოცხვერაშვილი კოტეს ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1890 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79683932
Y: 41.71843144