ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2923
ObjectID: 2923
ID: 2923
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე.წ. ქართული აგურით ნაგები #97 სახლის ფასადი შელესილია და შეღებილი. კომერციულად ათვისებული პირველი სართული ორი ფართო და ერთი ვიწრო სწორკუთხა ვიტრინით არის გახსნილი. I სართულზე ღიობები მოჩარჩოებულია პროფილირებული საპირეებით. ფასადის მარჯვენა კიდეში შიდა ეზოში შესასვლელი ტალანია გაჭრილი, ხოლო მარცხენა კიდეში სადარბაზო კარი. პირველ სართულს პროფილირებული სარტყელი ასრულებს. მეორე სართულზე ორი კარია და მათ ორსავ მხარეს, სიმეტრიულად, სამ-სამი სწორკუთხა ფანჯარა. კარებს ფასადის ცენტრალური არე უკავია და წინ ლითონის აჟურულ აივანზე გამოდის. ყველა ღიობს პროფილირებული საპირეები შემოწერს, ხოლო უშუალოდ ფანჯრების ქვემოთ კედლის სიბრტყე ჩაწეული მართკუთხედებით არის აღნიშნული. ფასადს პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი ასრულებს. პარაპეტი კედლის დონიდან ჩაწეული, მონაცვლეობით განლაგებული კვადრატებითა და მართკუთხედებით არის გაფორმებული. პარაპეტის უკან მანსარდაა, რომელიც გამზირზე სამერცხლეებით გამოდის. ვიწრო სადარბაზოში ორმარშიანი კიბეა. ბაქნები სტილიზებული მცენარეული მოტივებიანი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. შიდა ეზოში წაგრძელებული ტალანიდან შევდივართ. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადები ძლიერ შელახულია. ფასადებს თავდაპირველად ხის ღია აივნები ჰქონდა. ჭვირულმოაჯირიანი აივანი, ცალკეულ მონაკვეთებში შემინული, დღემდე შემორჩა II სართულზე. I სართულს სრულიად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ის ამოშენებულია და მცირე ზომის ლოჯიებად არის დაყოფილი. ყველა ლოჯიას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. აღმაშენებლის #97 შენობა მხატვრულ თვალსაზრისით ნაკლებღირებულია. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამზირის ისტორიული და ურბანული სახის შენარჩუნებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4249
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./97
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7966188
Y: 41.71091517