ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2922
ObjectID: 2922
ID: 2922
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლს ლათინური L-ს ფორმის გეგმა აქვს. იგი ე. წ. "ქართული" აგურითაა ნაგები, ორსართულიანია და მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის გამზირზე გამოდის. მთავარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ, თუ არ გავითვალისწინებთ მარჯვენა განაპირა მხარეს არსებულ გვიანდელ მინაშენს, რომელიც დღესდღეობით ისევეა დამუშავებული, როგორც ძველი ნაწილი. ამ მინაშენის ქვეშ აღდგა ეზოში შესასვლელი კარი, რომელიც მობინადრეებს გაუქმებული ქონდათ და ლითონის ჭიშკარი. ფასადს ვერტიკალურად ანაწევრებს ნალესი პილასტრები - I სართულზე რუსტირებული, II-ზე კი კანელურებიანი. ჰორიზონტალურად კი პროფილირებული კარნიზები გასდევს მთელ ფასადს. სახლის I სართულზე სავაჭრო და კვების ობიექტებია განთავსებული, ხოლო II სართული საცხოვრებალია. შესაბამისად, განსხვავდება სართულების ღიობების გაბარიტები და სახეც. I სართულზე ხის დიდი მართკუთხა ვიტრინებია პროფილირებული საპირეებით. II სართულზე კი გაშლილთაღოვანი ღიობები მართკუთხა პროფილირებული საპირეებით. სახლს აგვირგვინებს პარაპეტი და სხვენის სართული, რომელიც არსებულ მაღალ სახურვაშია მოქცეული. ფასადის ძველი ნაწილის ცენტრში II სართულზე ლითონის აჟურული აივანია, რომელიც გადახურულია და დეკორატიული ელემენტებითაა მორთული. გვერდით ფასადზე (ეზოს გასასვლელი) არის სადარბაზო, ხის ერთმარშიანი რიკულებიანი კიბით, რომლითაც ვხვდებით II სართულის აივანზე. მისი ნაწილი შემინულია და ხის ჭვირული მოაჯირი აქვს. ეზოში არის ხის მოზრდილი ალაყაფის კარი, რომელიც "არტოს ბაღში" გადის. შენობა კლასიცისტურად გადაწყვეტილი მთავარი ფასადითა და ეზოს მხარეს მოწყობილი ხის აივნებით XIX საუკუნის მიწურულის თბილისური საცხოვრებელი სახლის რიგით ნიმუშს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შენობას რაიმე განსაკუთრებული მხატვრულ-ისტორიული ღირებულება არ გააჩნია, ის მეზობელ სახლებთან ერთად არსებით როლს ასრულებს ისტორიული განაშენიანების ხასიათის შექმნაში.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./107
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79579357
Y: 41.71205864