ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2921
ObjectID: 2921
ID: 2921
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე.წ. ქართული აგურით ნაგები სახლის ფასადი შელესილია და შეღებილი. კომერციულად ათვისებული პირველი სართული ოთხი ფართო, სწორკუთხა ვიტრინით არის გახსნილი. კედლის სიბრტყე ვიტრინების გარშემო რუსტურებულია. მთავარი ფასადის I სართულის დიდი ზომის ვიტრინები მოჩარჩოებულია პროფილირებული საპირეებით, გვერდებზე ნალესი მართკუთხა ჩანართებით. თავზე ლესვაში გამოყვანილი პროფილირებული კარნიზები გასდევს. ცოკოლი მოპირკეთებული ბაზლტით, რომელსაც ასევე ბაზალტის სარტყელი აქვს. II სართულის ფასადს მართკუთხა ღიობების რიტმი ანაწევრებს, რომლებიც მოჩარჩოებულია პროფილირებული საპირეებით, გვერდებზე ნალესი მართკუთხა ჩანართებით და თავზე ლესვაში გამოყვანილი პროფილირებული კარნიზებით. ფანჯრის რაფები კუთხეებში ეფუძნება მართკუთხა ფორმის, სამკბილა არქიტექტურულ ელემენტებს. მარცხნიდან მეორე კარია, რომელიც აჟურულ ლითონის აივანზე გადის. ანალოგიური აივანია შენობის მარცხენა განაპირა მხარეს. საფასადო სიბრტყე ორივე სართულზე ჰორიზონტალურად დაყოფილია სარტყლებით. ღიობებსშორისი სიბრტყეები, კი ლესვაში გამოყვანილი ნალესი ბრტყელი ზოლებით. ფასადის მარჯვენა მხარე II სართულზე აქცენტირებულია აივნით და აივანზე გამავალი კარის ღიობის გაშლილთაღოვანი სანდრიკით. აივნის გვერდებს, კედლის სიბრტყეზე კანელურებიანი პილასტრები ამშვენებს, დეკორატიული თავსართებით. მთავარ ფასადს თავზე პარაპეტი გასდევს, რომელიც მარჯვენა განაპირა მხარეს გამოკვეთილია და შუა ნაწილი თაღოვნად ამაღლებული, რომლის ცენტრშიც კარტუშია. პარაპეტის უკან მანსარდაა, რომელიც გამზირზე სამერცხლეებით გამოდის. შენობის შიდა ეზოში გვერდითა სახლის ტალანიდან შევდივართ. სახლს ეზოს მხრიდან ლათინური ,,U”-ს ფორმა აქვს და მისი შვერილი მონაკვეთები ერთმანეთს მეორე სართულის ხის ხიდით უკავშირდება. შიდა ფასადებს ხის აივნები ჰქონდა. დღეს აივნები ფასადების მცირე მონაკვეთებზე შემორჩა, ისიც ძლიერ დაზიანებული. მათი ნაწილი შემინულია, ზოგან ჭვირული მოაჯირი ფიცრულით არის შეცვლილი, ხოლო მნიშვნელოვან ნაწილში თანამედროვე უსახური მასალაა გამოყენებული. მარჯვენა ფასადზე დღემდე შემორჩა ხის ხვეული კიბე. თვადაპირველი სახით შიდა ფასადებს შთამბეჭდავი სახე ექნებოდა, დღეს კი ავთენტურობა აქვს დაკარგული. დავით აღმაშენებლის #97 შენობა მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულია. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსპექტის ისტორიული და ურბანული სახის შენარჩუნებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4248
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./97
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1898 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79675558
Y: 41.71113821