{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2920?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2920?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2920?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2920",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2920,
    "ID" : 2920,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "გ. ჩუბინაშვილის ქ. #75 არსებული შენობა სამსრთულიანია, აქვს სარდაფი. სახლი ნაგებია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\". ფასადი შელესილი და შეღებილია, გაფორმებულია ძირითადად, კლასიცისტური რეპერტუარიდან აღებული ხუროთმოძღვრული ხერხებით.\nფასადზე გამოყოფილია სამი ვერტიკალური ღერძი - კიდურა რიზალიტები და ცენტრში, ეზოში შესასვლელი გვირაბის ამყოლი ხაზი. შენობის ეს ნაწილები ბრტყელი პილასტრებითაა მონიშნული. ცენტრალური ნაწილის პილასტრების ზედაპირი რუსტიკის იმიტაციას წარმოადგენს. კიდურა რიზალიტების პილასტრები მეორე სართულზე რუსტირებულია, ხოლო, მესამე სართულზე - კანელურებიანი. სართულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია პროფილირებული, პორიზონტალური სარტყელებით. რიტმულად ჩარიგებული სწორკუთხა ღიობები სადა საპირეებითაა გაფორმებული. ღიობების ქვემოთ სწორკუთხა არეებია გამოყოფილი. მეორე სართულზე ისინი კედლის სიბრტყიდან ჩაწეულია, ხოლო მესამე სართულზე - საფასადო სიბრტყიდან ამოზიდული. მარჯვენა რიზალიტის ფარგლებში სადარბაზოა განთავსებული. ფასადის მთავარ ხუროთმოძღვრულ მახვილს წარმოადგენს ცენტრში მოთავსებული, ეზოში შესასვლელი გვირაბი, რომელსაც თაღის პროფილირებული სათაური აქვს და ნაწილობრივ, მეორე სართულის ფარგლებში იჭრება. მეორე და მესამე სართულზე გადმოკიდებულია ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნები.\n საცხოვრებელი სახლის ეზოს ხის, აჟურულმოაჯირიანი აივნები შემოუყვება, რომელთა უმეტესობა ამჟამად, შემინული ან ამოშენებულია. ეზოს გრძივი მხარეების ცენტრში, ერთმანეთის საპირისპიროდ განთავსებულია სამივე სართულზე გახსნილი, მხოლოდ მოაჯირებით მოზღუდული სადარბაზოები, მარცხნივ თაღებიანი, ხოლო მარჯვნივ - სწორკუთხა. მეორედან ზედა სართულში ასასვლელად ეზოდან მოხარატებულმოაჯირიანი ორი გადახურული კიბე მიემართება. \nგ. ჩუბინაშვილის ქ. #75 სახლი თბილისური, ტრადიციული საცხოვრებლის საინტერესო მაგალითია. სავარაუდოა, რომ ნაგებობა თავდაპირველად აიგო როგორც, ე.წ. \"შემოსავლიანი სახლი\", გასაქირავებელი ბინებითა და ოთახებით. მთავარი ფასადის გაფორმება თავშეკავებული და ზომიერია, ხოლო ეზოში შერწყმულია ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის და შემოსავლიანი სახლის ელემენტები. საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX_XX საუკუნეების მიჯნაზე.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5164",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჩუბინაშვილი გიორგის ქ./75",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797434969999998,
    "Y" : 41.719785350000002
  }
}