ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2919
ObjectID: 2919
ID: 2919
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი თითქმის სიმეტრიულია. მის ორივე განაპირა მხარეს მძლავრი, იონიური კაპიტელებით დაგვირგვინებული კოლონებით რიზალიტებია მონიშნული, რომლებიც პირველ სართულზე მსუბუქი შვერილით განისაზღვრება. ამავე სართულზე, მასში თაღოვანი დიდი ზომის სარკმელია გაჭრილი. კოლონადებს შორის კი ვერანდა-აივანი და ანტრესოლია მოწყობილი. რიზალიტს მძიმე ანტაბლემენტი ასრულებს. მარჯვენა რიზალიტში ვერანდის ნაცვლად დახურული სივრცეა მოწყობილი. რიზალიტებს შორის, შუა სართულზე, დორიულ სვეტებსა და მათზე დაყრდნობილ რკალურ, დიდი ზომის საჭექი ქვით შემკულ ფრონტონებში ჩაწერილი და შეუმკობელი სარკმლების მონაცვლეობაა, მესამე სართულზე კი საპირეებით შემოსაზღვრული და უსამკაულო ღიობების რიგია წარმოდგენილი, რაც კომპოზიციას რიტმულს ხდის. პირველ სართულზე, ცენტრში სამი დიდი ზომის, რიზალიტებში მოქცეული რკალური სარკმლების ანალოგიური მოხაზულობის თაღია წარმოდგენილი, რომელთაგან შუაშიც სადარბაზოს კარია მოთავსებული. მის მარცხნივ ეზოს გვირაბია გაჭრილი, მარჯვნივ კი _ ნახევრად ამოშენებული სარკმელი. აღსანიშნავია სადარბაზო, სადაც ქვის კიბეა მოწყობილი, იატაკი კი სხვადასხვა ფერის ვარსკვლავისებური გამოსახულებით არის შემკული. ნაგებობა ეზო-ბაღის შემცველია, რომლისკენაც სადა, საპირეებით შემკული სარკმლებით დანაწევრებული ფასადი და მას დართული შუშაბანდიან-აივნიანი ფლიგელია წარმოდგენილი. ეზოში გვიანი მცირე მასშტაბის დამატებითი ნაგებობებია მოთავსებული. მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლის სიმეტრიული ფასადის კომპოზიცია კარგად არის გააზრებული, ის გაწონასწორებული, რიტმული სურათით გამოირჩევა. ფასადი რენესანსული იერის მატარებელია. სხვადასხვა ფუნქციაშეთვისებული თაღედი ერთიან, რიტმულ სურათს ქმნის. გიგანტური კოლონადები, მძიმე ანტაბლემენტი, დაუნაწევრებელი კედლების სეგმენტები, შენობას მონუმენტურს ხდის, რაც მის მხატვრულ ღირებულებას ერთი-ორად ზრდის. ნაგებობის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ის მიმდებარედ აღმართულ სხვა მონუმენტურ შენობებთან ერთად ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბს, სილუეტსა და მაღალმხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4708
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./19 ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80155608
Y: 41.71189328