ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2916
ObjectID: 2916
ID: 2916
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის დასასრულს აგებული მრავალბინიანი, საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის კვეთაზე მდებარეობს და ფსევდო-კლასიცისტური სადა და მწყობრი იერით ხასიათდება. შენობა ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩას და მის წინ გაშლილ სკვერს გადაჰყურებს, ხოლო აღმოსავლეთის ფასადით - ზ. ქურდიანის ქუჩას. აგურით ნაშენი, ორსართულიანი სახლი ძალიან მაღალი, კამაროვანი გადახურვის მქონე სარდაფის სართულით და მესამე სართულის ახალი დაშენებით იქცევს ყურადღებას. გეგმარებით ხაზოვანი სახლის საფასადო კომპოზიცია კლასიკურად დანაწევრებულია: ცოკოლი, რომელზეც სარდაფის მაღალი სართული ზის, პირველი სართულის ქვეშ გავლებული პროფილირებული თარო, პლასტიკურად დამუშავებულ კრონშტეინებზე დაყრდნობილი კარნიზი და ფასადის დამაგვირგვინებელი ყრუ, პროფილირებული პარაპეტი - მთავარ ჰორიზონტალებს ქმნის. ვერტიკალურ დანაწევრებაში მონაწილეობს აღმოსავლეთ ფასადის (ქურდიანის ქუჩის მხარე) მთელ სიმაღლეზე ატყორცნილი რუსტირებული პილასტრები და ჩრდილოეთ ფასადის (ჯავახიშვილის ქუჩის მხარე) სიმეტრიის ღერძზე გამოტანილი რიზალიტური შვერილი, რომელშიც ხის მოჩუქურთმებული და რკინის აჟურული წინფრით გადახურული სადარბაზოს კარია მოთავსებული. ცენტრალურ ფასადზევეა გამოტანილი რკინის მოაჯირიანი და მოგვიანებით გადახურული მოგრძო აივანი და მის ქვემოთ, სარდაფში ჩამავალი ავთენტური კარი. საფასადო დანაწევრებაში აქტიურად მონაწილეობს კედლების იერარქიული დამუშავება - განსხვავებული რუსტის ნახატით სარდაფისა და პირველ სართულებზე, ასევე, კარ-სარკმლის ღიობთა სისტემა, რომელიც სარდაფის კვადრატულ სარკმლებსა და პირველი სართულის მაღალ თაღოვან ღიობებს გულისხმობს. ფასადის ყველა ღიობი, მათ შორის სარდაფში ჩამავალი კარი ჩრდილოეთ ფასადზე, პროფილირებულ ჩარჩო-საპირეში ზის, იმ განსხვავებით, რომ პირველი სართულის ყველა კარ-სარკმელს ფოთლოვანი რელიეფის საჭექი ქვები ამკობს. სახლის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი შიდა ეზოს ტერიტორიას გადაჰყურებს. ეზოს ფასადი ხის აივნებითა და შუშაბანდებით არის გაფორმებული. პირველი სართულის ღია აივნები მთლიანად შუშაბანდებითაა ამოშენებული, მეტადაა დაცული ღია აივნები მეორე სართულზე; საკმაოდ შემორჩენილია ჭვირული მოაჯირებისა და სვეტის კაპიტელების ფრაგმენტები. ეზოს მხარეს მოქცეული სარდაფები ანფილადურად არის განლაგებული და სათავსოების მაქსიმალური სიმაღლე 2,60 მეტრია, ბევრად მაღალია ქუჩისპირა სარდაფები (დაახლ. 4 მეტრამდე). შენობის ეზო საკმაოდ დიდია, მაღალი ასწლოვანი ხეებით გამწვანებული. ეზოს იერსა და ფართობზე უარყოფითად მოქმედებს მასში ჩადგმული დენის გამანაწილებელი სადგური და კიდევ ერთი, ხის აივან-შუშაბანდებით გაფორმებული საცხოვრებელი სახლი. შენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია, მართალია სახურავი კაპიტალურად გამოიცვალა და წყლის ჩამოდინების პრობლემა აღარაა, მაგრამ დაზიანების კვალი აშკარაა და სარესტავრაციო ჩარევას მოითხოვს, რადგან ფასადებზე მრავლობითი ბზარები შეინიშნება (მათი ნაწილი ცემენტით არის ამოვსებული), ეზოსპირა გალერეების ჭერი ბათქაშჩამოყრილია, მოძველებულია ხის კონსტრუქციები (განსაკუთრებით კიბეების), ფასადებზე დაზიანებულია დეკორატიული ნალესობა - ძლიერ დანესტილია და ჩამოშლის პირასაა. თვალშისაცემია შენობის ავთენტური დანაკარგები, როგორიცაა სარდაფის სართულის ღიობთა გამოცვლილი ალათები, კარად გადაკეთებული ერთ-ერთი სარკმელი ქურდიანის ქუჩაზე, შენობის პირველი სართულის ორი, ამოშენებული თაღოვანი სარკმელი და, რა თქმა უნდა, მესამე სართულის დაშენება. ამის მიუხედავად, ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნებაც და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5039
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./30.ქურდიანი ზაქარიას ქ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80470797
Y: 41.70529759