ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2915
ObjectID: 2915
ID: 2915
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი, სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. სახლი გ. სუნდუკიანის ქუჩისა და გ. სუნდუკიანის შესახვევის კუთხეში დგას. მისი მთავარი ფასადი ხსენებულთაგან პირველზე გადის. ქუჩაზე გამავალი ფასადის პირველი სართულის განაპირა ღიობები კარისაა, ორივე მათგანში სადარბაზოს კარებია მოწყობილი, ღიობთა თავზე კი ორქანობა გადახურვის მქონე, ლითონის აჟურული წინფარებია მოტავსებული. მათ შორის, კედელი სწორკუთხა, არშიაშემოვლებული ფანჯრებითაა დანაწევრებული, რომელთაც წინიდან ლითონის გისოსები აქვს აკრული. პირველი სართულის კედელი ჰორიზონტალური ხაზებითაა დასერილი და სართულებსშორის გამყოფი სარტყელით სრულდება. მეორე სარულის ცენტრში სამი ღიობის მომცველი, ხის შემინული აივანია, რომელიც პირველი სართულის ზედა ნაწილებში მიმაგრებული, ხისავე კრონშტეინებითაა შემაგრებული. აივნის წრიული მოხაზულობის ტოსკანურ სვეტებს შორის, მოაჯირები გლუვი დაფებითაა შედგენილი და ცალქანობა გადახურვით სრულდება. აივნის გვერდით ნაწილებში გაჭრილია ორ-ორი, არშიაშემოვლებული, სწორკუთხა ფანჯარა, რომლებიც დასრულებულია ნაძერწობით მორთული სანდრიკებით. ქვედა ნაწილში, ფანჯარათა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. მეორე სართული გლუვი ფრიზით სრულდება, ფრიზის ქედა ნაწილი სარტყელით, ზედა კი შვერილი კარნიზითაა მოფარგლული. კარნიზი ფრიზის ფარგლებში თანაბარი რიტმით დასმული კრონშტეინებითაა შემაგრებული. აღნიშნულ კომპოზიციას მოსდევს პარაპეტის კედელი, რომელიც ჩარჩოებში ჩასმული, სწორკუთხა შვერილებითაა დანაწევრებული. გ. სუნდუკიანის შესახვევზე გამავალი, ერთიანად გლუვი ფასადი, ორივე სართულის დონეზე, სხვადასხვა დისტანციით, სწორკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული. ფასადის მარცხენა ზედა ნაწილში, ორი ღიობის მომცველი, შეფიცრული აივანია ფასადს მიბჯენილი. კედელი შვერილი კარნიზით სრულდება. გ. სუნდუკიანის ქუჩის მხარეს, მარცხენა ნაწილში სახლის ფასადი, პირველი სართულის სიმაღლის ზღუდით გრძელდება, რომლის მარჯვენა ნაწილში ლითონის ჭიშკარია შებმული. ჭიშკრის მეშვეობით ეზოში შევდივართ. სახლის ეზოზე გამავალი, ხის ღია აივნები პირველი სართულის დონეზე ამოშენებულია, მეორე სართულზე კი თითქმის, თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი (ხის, წრიული მოხაზულობის ტოსკანურ სვეტებს შორის, ჭვირული მოაჯირებია ჩადგმული) და მხოლოდ, მცირე ნაწილშია შემინული. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის შუა წლებში. საფიქრებელია, რომ მთავარი ფასადის ნაძერწი მორთულობა ოდნავ გვიან უნდა იყოს გაკეთებული. მთავარი, ეკლექტური ფასადის გადაწყვეტაში რენესანსულ-ბაროკული და ადგილობრივი, თბილისური ტრადიცია წარმატებითაა შეხამებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4898
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სუნდუკიანი გაბრიელის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80236569
Y: 41.70532929