{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2914?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2914?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2914?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2914",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2914,
    "ID" : 2914,
    "Name" : "ბანკი \"თიბისი\"",
    "FullName" : "ბანკი \"თიბისი\"",
    "Description" : "1910წ. კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკურმა საზოგადოების სამეთვალყურეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ამავე საზოგადოების შენობის ესკიზურ პროექტზე. კონკურსის პირობები გამოქვეყნდა სანქტ-პეტერბურგის არქიტექტორთა საზოგადოების ალმანახში – „Зодчий“, 1910, \u211618; სამშენებლოდ შერჩეულ იქნა მიწის ფართი კირხის (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის) და დიდი მთავრის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩების გადაკვეთაზე.\r\nიმავე წლის ზაფხულში მოსკოვის არქიტექტორთა საზოგადოების თავმჯდომარემ გამოაცხადა  კონკურსის შედეგები. გაიმარჯვა არქიტექტორ  ალექსანდრე როგოისკის (? – 1912) პროექტმა და მშენებლობა წარიმართა მისივე ხელმძღვანელობით.   \r\nალ. როგოისკი იყო პოლონური წარმოშობის ცნობილი თბილისელი  არქიტექტორი, კავკასიის საიმპერატორო ტექნიკური საზოგადოების ტექნიკური განათლების მუდმივი კომისიის წევრი, თბილისის სახაზინო თეატრის ტექნიკური და სამხატვრო ნაწილის გამგე. მისი პროექტით შენდებოდა როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები. ძირითადად აპროექტებდა იმ დროისთვის დამკვიდრებულ მოდერნის სტილის შენობებს. \r\n1912წ. ალ. როგოისკი გარდაიცვალა. მშენებლობა გააგრძელეს სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ მოწვეულმა სამხედრო ინჟინერმა დენისენკომ და ინჟინერმა სავიჩ-რიჩგორსკიმ. მშენებლობა განხორციელდა პროექტში გარკვეული ცვლილებებით, თუმცა პირობის შესაბამისად, არქიტექტურული სტილი არ შეცვლილა. \r\n1913 წ. 30 ივნისს მოხდა ნაგებობის კურთხევა. \r\n1920-იანი წლებიდან, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, ნაგებობა გადაკეთდა კოოპერატივად და სახელწოდებაც შეეცვალა. ეწოდა  „ერკოპი” . ეს სახელწოდება მომდინარეობდა რუსული – р.кооп - დან ანუ рабочий кооператив (მუშათა კოოპერატივი). \r\n1934წ-დან ნაგებობაში განთავსთდა თბილისის ცენტრალური უნივერმაღი, რომელმაც 2002წ-მდე იარსება.  2002 წლიდან შენობა შეისყიდა თბს ბანკმა. იმავე 2002-2003 წლებში შენობაში ჩატარდა კაპიტალური რემონტი.  \r\nსამსართულიანი  ნაგებობა რომელიც დახუნძლულია მოდერის არქიტექტურული ელემენტებით, ჩაწერილია ქუჩების კთხეში და გეგმით თანაბარი სიგრძის L-ის ფორმა აქვს. მშენებლობაში აგურთან ერთად გამოყენებულია რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტებიც. კუთხეზე სამთავე სართული  ქუჩიდან ოდნავ უკან დაწეული  მახევარწრით გამოდის და ზევთ სრულდება ტალღოვანი ფრონტონით. შენობა ცენტრალური ბირთვიდან თანაბარი სიგრძის მკლავებით ქუჩების პარალელურად ორთავე მიმართულებით არის განვითარებული და უკან შემოიზღუდავს შიდა ეზოს. ფლანგების ბოლოს შიდა ეზოსკენ მცირე მართკუთხა წანაზარდებია. ცენტრალური ნაწილი პირველ დონეზე ეზოსკენაც მომრგვალებულია, ზევით კი, ოვალური რკალით დასრულებული კოშკურა მოცულობაა, რომელშიც კიბის უჯრედია განთავსებული. კიბის უჯრედებია გვერდითი ფლიგელების მართკუთხა წანაზარდებშიც. ნაგებობას აქვს სარდაფი. ცენტრალური ნაწილი დასრულებულია კოშკურიანი გუმბათით, გვერდითი ფლანგები კი,   ორქანობიანი მანსარდებით, რომელთა ცენტრისკენ მიმდებარე ნაწილები, ასევე შპილებიანი მომცრო გუმბათებით არის აქცენტირებული.   \r\nფასადები ოსტატურად არის გალესილი სტუკოს მეთოდით და მორთულია კონსტრუქციული და დეკორაციული ელემენტებით. პირველ სართულს გაუვება ფართო მართკუთხა ღიობები და მათ შორის სიბრტყეები რუსტირებული პილასტრებით არის მოცული. ზედა სართულებიდან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ზედა ორი სართული დასახსრულია ქვედადან ამოზრდილი პილასტრებით, რუსტების გარეშე, მათ შორის კი ტრიპტიქული ფართო სარკმლებია, მეორე სართულზე მართკუთხა, მესამეზე კი, ოვალური ზედანით. ფლანგების ფასადები სრულდება მძლავრად ნაშვერი საფეხუროვანი ლავგარდანით. ფლანგების ბოლოებს თხელი რიზალიტები ფარგლავს, რომლებიც თავის მხრივ ტალღოვანი პარაპეტებით არის დასრულებული. ფრონტონები მორთულია ნალესი მცენარეული და გეომეტრიული კვეთილობით, მათი კრონშტეინების ძირები კი მასკარონებს წარმოადგენს. რაფების ქვეშ და პილასტრებზე გირლიანდებია ჩაწნული. სტრუქტურული თვალსაზრისით მსგავსად არის აწყობული ცენტრალური ნახევარწრიული ფასადი, რომელსაც მეორე და მესამე სართულებზე ასევე ნახევარწრიული აივნები შემოუყვება ქვის სტრუქტურის მოაჯირებით. რუსტირებული ქვისაა კედლებიც აივნების უკან. მეორე სართულის აივანი შუაში ქვის მართკუთხა ბაზებზე შემომდგარ, ორ ნახევარწრიულ  მარმარილოს სვეტს ეყრდნობა, იონური კაპიტელებით, კუთხეებზე კი, ნახევარწრიულ სვეტებს. მესამე სართულის აივანი მძლავრ კრონშტეინებზეა შეკიდული. პირველ სართულზე სადარბაზო შესასვლელია ხის მოხარატებულ კარებიანი სამი მართკუთხა ღიობით. \r\nეზოს ფასადების სტრუქტურა მთლიანად მოდერნული ესთეტიკით არის გადაწყვეტილი. კედლების ნალესი სიბრტყეები სადაა, ყოველგვარი მორთულობის გარეშე. მხატვრულ აღქმას განაპირობებს მძლავრად ნაშვერი ნახევარწრე, პირველ სართულზე ოვალურზედანიანი ღიობებით, მის ზემოთ კიბის უჯრედის მომრგვალებული კოშკის მსგავსი მოცულობა, მაღალი და ვიწრო თაღოვანი ღიობებით და ლითონის მოაჯირებიანი ღია აივნები, რომლებიც შემოფარგლავს ამ კოშკს და ფლანგების მეორე და მესამე სართულებს. კედლის სიბრტყეები აქაც ქუჩის ფასადების მსგავსად მოცულია მართკუთხა ღიობებით პირველსა და მეორეზე და ოვალურზედანიანი ღიობებით მესამე სართულზე. აქ ზემოთ, უკვე მომცრო ოვალურზედანიან სარკმლებიანი მეოთხე სართულები გაჩნდა – ფლიგელების მანსარდების უკანა მხარე.  გვიანდელი მინაშენი ეზოს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მარტივი ფორმისაა.\r\nნაგებობის ქვეშ მოწყობილია სარდაფი განიერი კედლებით. სართულთა გადახურვები და მეორე სართულის აივანი ეყრდნობა მრგვალი და მართკუთხა კვეთის სვეტებს.\r\nკედლები აყვანილია აგურის თანაბარი, მკვიდრი წყობით ცემენტის რთულ ხსნარზე. რკინა-ბეტონისაა დარბაზთა და დერეფნების გადახურვები.  ქვა და მარმარილოა გამოყენებული ფასადთა ზოგი ნაწილის, სვეტების, მათი ბაზების და კიბის საფეხურებისათვის.  ლითონის კონსტრუქციისაა კიბე. \r\nნაგებობის შიდა სივრცის მოცულობების განაწილება განსაზღვრული იყო დამკვეთის და კონკურსის პირობებით. ინტერიერის გეგმარებითი სტრუქტურა სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენდა  შესავლელთან პირველ სართულზე წრიული ჰოლი და ასეთივე დარბაზები ზედა სართულებზე, მათ უკან კი, ეზოსკენ ნახევარწრიული ფორმა, სადაც ზედა სართულებზე ასასვლელი კიბის უჯრედი იყო განთავსებული.\r\nნაგებობის ქვედა დონეზე სარდაფია სადაც  ჩასასვლელი  მოწყობილი იყო ეზოდან კიბის სამი სვლით. სარდაფის სივრცე თაღების საშუალებით დაყოფილი იყო მარჯანიშვილის ქუჩის მხარეს სამ და უზნაძის ქუჩის მხარეს, ორ ნაწილად. სარდაფში განლაგებული იყო საწყობები და სახელოსნოები.\r\nინტერიერის კონსტრუქციებიც მოდერნული სტრუქტურებით იყო გადაწყვეტილი. სართულშუა გადახურვები ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი იყო რკინაბეტონის კონსტრუქციებით. ჰოლი პირველ სართულზე გადახურული იყო ცენტრში წრიულ სვეტზე დაფუძნებული წრიული რკინაბეტონის ფილით. \r\nფლიგელის სივრცე პირველ სართულზე მარჯანიშვილის ქუჩის მხარეს  კვადრატული სვეტების ოთხი წყვილის საშუალებით იყოფოდა სამ გრძივ ნაწილად. ბოლოში  ჰქონდა ერთი სვეტი ცენტრში.  ჭერი, სვეტების განლაგების შესაბამისად, სწორკუთხა არეებად იყო დაყოფილი და ერთმანეთისაგან გამოიყოფოდა 30-40 სმ. სიმაღლის შვერილებით. უზნაძის ქუჩის მხარეს გამავალ ფლიგელში კი, სვეტები არ იყო. აქ სივრცე ორ ნაწილად იყოფოდა ოთხმალიანი ღიობების საშუალებით. თავდაპირველად პირველ სართულზე სავაჭრო მოცულობები იყო განთავსებული.  \r\nასეთივე სტრუქტურისა იყო მეორე სართულის დარბაზის და დერეფნების ჭერი.  მეორე სართულზეც ცენტრალურ  დარბაზს ჰქონდა ბრტყელი წრიული გადახურვა ცენტრიდან რადიალურად გაშლილი კონსტრუქციული სხივებით. მესამე სართულზე წრიული დარბაზი გადახურული იყო კესონურ ყელიანი გუმბათით, გარშემო კი, შემოვლებული, მცენარეულ მოტივებიანი ჰორელიეფური ფრიზით. ფლიგელების სტრუქტურა მეორე და მესამე სართულებზე პირველის მსგავსი იყო, ბოლოში ცალკე მდგომი სვეტის გამოკლებით.\r\nმეოთხე სართულზე გამართული იყო მანსარდა დიდი დარბაზით მარჯანიშვილის  ქუჩის მხარეს. \r\nინტერიერის იატაკები მოზაიკისაა. სხვადასხვა ფერის მოზაიკური სქემები განსხვავებულია სხვადასხვა ოთახებსა, დარბაზებსა და დერეფნებში. თავდაპირველად მოზაიკური იყო იატაკი ცენტრალური შესასვლელის ნახევარწრიულ პარმაღზეც.  \r\nმოდერნის არქიტექტურული სტრუქტურისა იყო ლითონის კიბის ცენტრალური უჯრედი. კიბეს თითოეულ სართულზე ჰქონდა ლითონის ჭვირულ კარკასზე აწყობილი, თავდაპირველად მარმარილოს საფეხურებიანი (მოგვიანებით შეცვლილი მოზაიკური საფეხურებით) და ხის მოაჯირებიანი თითო წინ მიმართული ცენტრალური სვლა შუალედური ბაქნისკენ და შუალედური ბაქნიდან მოტრიალებული, მომდევნო სართულისკენ მიმართული ორ-ორი გვერდითა სვლა. \r\nმოდერნისტული ესთეტიკისა იყო ცენტრალური კიბის უჯრედის მცირე არქიტექტურული ფორმები: ლითონის ჭვირულ სვეტებიანი სანათურები, სადგარები, კონსტრუქციული თუ დეკორაციული ელემენტები. ასეთივე სტილის, ოღონდ ოდნავ უფრო სადა ფორმები ჰქონდა ფლიგელების კიბის ორ უჯრედს. \r\nრკინა-ბეტონისაა თავდაპირველი გადახურვები.  თუნუქისაა სახურავის საბურველი. მხატვრული ღირებულების მქონე ელემენტები:  ნაგებობის ფასადები და ინტერიერი უხვად არის შემკული მოდერნის ესთეტიკის მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტებით.\r\nფიგურული რელიეფი სამხრეთი ფასდის ცენტრალურ ფრონტონში და დეკორაციული წარწერა მის ქვემოთ. 2003 წელს შედგენილ კვლევაში აღნიშნულია, რომ წრიულ დარბაზში იდგა ნადირობის ქალღმერთი  დიანას  ბრინჯაოს ქანდაკება. ფიგურის მარცხენა ფეხის გასწვრივ ამოტვიფრული იყო წარწერა: Prof. Y. H.  Seifert.\r\nხოლო ფრონტონის მედალიონში გამოსახული უნდა ყოფილიყო გიორგის ჯვარი. \r\nნაგებობა თავისი მოცულობით და  მდიდრულად მორთული საფასადო სახით წარმოადგენს ქუჩის ამ მონაკვეთის  დომინანტს. \r\nდღეს შენობა ორგანულად არის შერწყმული მარჯანიშვილის ქუჩის ურბანულ განაშენიანებაში და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ნაგებობაა.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4617",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "უზნაძე დიმიტრის ქ./20.მარჯანიშვილი კოტეს ქ./7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1911-1913წწ.",
    "InitialFunction" : "სავაჭრო;",
    "CurrentFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eბანკი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794981780000001,
    "Y" : 41.708363499999997
  }
}