CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2911
ObjectID: 2911
ID: 2911
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარებოს სანქტ-პეტერბურგის ქუჩის დასაწყისში. შენობა ჩანს აღმაშენებლის გამზირიდანაც. იგი ლოგიკურად აგრძელებს აღმაშენებლის #86-ს, რომელიც მოედნისა და ქუჩის დომინანტს წარმოადგენს. ნაგებობა ოთხსართულიანია. სახლი ნაშენია აგურით, შელესილია და შეღებილი. სახურავის მასალად გამოყენებულია ლითონის ფირფიტები. ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია. მარცხენა მხარეს მოწყობილია სადარბაზოში შესასვლელი, სადაც ყურადღებას იქცევს ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. სართულების კომპოზიციური გადაწყვეტა მსგავსია: პირველი სართული მთლიანად სწორკუთხა სარკმლებითაა დანაწევრებული, მეორე, მესამე და მეოთხე სართულები იდენტურია, სარკმლებისა და ლითონის აჟურული აივნების განლაგებით. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია დეკორატიული კარნიზებით, სარკმლების მოჩარჩოება სადაა, ბრტყელი ალათებით, ზემოდან კი სადა, პროფილირებული თაროები გასდევს. ეზოს მხრიდან სახლის ფასადი გალერეით იხსნება, სადაც აღსანიშნავია ხის ჭვირული მოაჯირები. ზოგიერთ ნაწილს დაკარგული აქვს ავთენტური სახე (ცალკეული ნაწილები შეღებილია ან ამოშენებული). აქვე, ყურადღებას იქცევს სადა ლითონის კიბე. შენობის მთავარი ფასადი გარემონტებულია ბოლო დროის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას (2012). ნაგებობა მნიშვნელოვანია ისტორიული, ქალაქგეგმარებითი და მხატვრული თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მასზე მხოლოდ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4859
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სანქტ-პეტერბურგის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79747978
Y: 41.70875097