CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2910
ObjectID: 2910
ID: 2910
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმაში L- ის ფორმისაა. ნაგებია აგურით, შეულესავია. სამსართულიანია. ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე ძირითად მორთულობას აგურის წყობით შექმნილი დეკორი და არქიტექტურული ელემენტები ქმნის. მესამე სართული სადაა, მეორე სართული მეტად მორთული - სარკმლის თავსართებს ფასადიდან ამოსული აგურის წყობით შექმნილი კონსოლები და მასზე დაბჯენილი ფრონტონები ქმნის. კიდის წყვილად სარკმელს კი ასევე კონსოლებზე დაბჯენილი სანდრიკი ასრულებს. სართულებს გამყოფ ზოლად კარნიზი გასდევს. ფასადის ცარიელი არეები კი აგურის ჰორიზონტალური ფონიდან ამოსული წყობითაა გაფორმებული (“აგურის რუსტიკა”). პირველ სართულზე სარკმლები ასევე სადაა , მხოლოდ კარნიზის ქვეშ მართკუთხა ნიშნები გასდევს მთელს სიგრძეზე. უკიდურეს მარცხენა კიდეში ეზოში შესასვლელი შიშკარია გაჭრილი, დეკორატიული თაღით გაფორმებული, თაღის ღიობზევეა მიდგმული გვიანდელი უსახური აივანი, ჭიშკარს აქვს ლითონის კარი. მეორე კარი წარმოადგენს სადარბაზოში შესასვლელს. კარი ხის არის გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტით შემკული (ცუდად დაცული). კარს ჰქონდა ლითონის ჭვირული ნაკეთობა (ამჟამად მხოლოდ ერთ ფრთაზეა შერჩენილი), რომლის ცენტრალურ ნაწილში ინიციალებია ამოკვეთილი (სომხური (დ)ე-ტ ?). სადარბაზო მოხატული ყოფილა დარჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილის ფრაგმენტიული გამოსახულება, მარმარილოს იმიტაციისა. აღსანიშნავია იატაკის დეკორიც – ნაცრისფერ ფონზე დახატული წითელგულიანი გვირილები (ზედა ბაქანზე) და მცენარეული ორნამენტის ჩარჩოში ჩასმული, მცენარეული წრით მოფარგლული წითელი სტილიზებული მცენარე(უშუალოდ შესასვლელში). კიდეებში მთელს იატაკს შავ-თეთრი ჭადრაკული ორნამენტი შემოუყვება. ქვის კიბეებზე შერჩენილია ხის მოაჯირი და რიკულები. შენობის ეზოს ორ მხარეს წითელი აგურის კედელი აკრავს და სრულად კეტავს მას. დანარჩენ ორ მხარეს წარმოადგენს ნაწილობრივ ხის ღია აივნებიანი, ნაწილობრივ კი შუშაბანდიანი ფასადი. ეზოს ერთ კუთხეში ხის კიბე აუყვება , მეორე კუთხეში კი ასევე ავთენტური ლითონის წრიული სახანძრო კიბე. სახლს მთელს გაყოლებაზე სარდაფები აქვს. ნაგებობა ძირითადად თავდაპირველი სახით არის ჩვენამდე მოღწეული და ერთნაირად ღირებულია ყველა ის ელემენტი, რაც დღემდე აქვს შერჩენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5139
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩიქობავა არნოლდის ქ./34
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8042254
Y: 41.70894069