CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2902
ObjectID: 2902
ID: 2902
Name: კინოთეატრი
FullName: კინოთეატრი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის შუა ხანებში აგებული შენობა აგურითაა ნაშენი. გეგმაში დაწახნაგებული წრეა, სამხრეთით სწორკუთხა მკლავით. მის გაფორმებაში იგრძნობა ამპირისა და ეროვნული ხუროთმოძღვრული ელემენტებით შთაგონებული მოტივები. შესასვლელი განსაკუთრებულადაა ხაზგასმული პორტიკით, რომლისკენაც ქვის კიბეები მიემართება. შენობა თავიდან გორკის სახელობის კულტურის კლუბისთვის იყო განკუთვნილი. პორტიკის თაღები ოთხი შეწყვილებული ლილვისგან შედგენილ სვეტს ეყრდნობა. თაღის შიდა ნაწილს სტილიზებული სამყურების მწკრივი მიუყვება. ფრონტონს ასევე კრონშტაინების რიგი ამკობს, რომელიც ამასთანავე, მთელი შენობის კარნიზის ქვემოთაა წარმოდგენილი. ორივე ეს მოტივი ძველი ქართული ხუროთმოძღვრებითაა შთაგონებული. ორნამენტული საპირე შემოუყვება ცენტრალურ კარსაც და ჩრდილოეთ კედელზე გაჭრილ დამხმარე კარსაც. ცენტრალური კარი სარკმლებითაა ფლანკირებული. სარკმლები რიტმულად ანაწევრებს ნაგებობის გვერდითა ფასადებს. კრონშტაინების გარდა, ნაგებობას მთელს პერიმეტრზე ორნამეტნული კარნიზი შემოუყვება. შენობას დაბალი გუმბათი აქვს, რომელიც მხოლოდ შორიდან მოხილვით ჩანს. გუმბათში გაჭრილი სარკმლები დამატებით სინათლის წყაროს წარმოადგენს ინტერიერის ცენტრალური ნაწილისთვის. აღსანიშნავია, რომ ნაგებობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დიდხანს იყო უფუნქციო. 2012 წელს აღმაშენებლის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდა პარკი და ეს ნაგებობაც. შეიღება ფასადი, თუმცა საგულისხმოა, რომ ფასადის უკანა ნაწილი, რომელიც თვალით არ ჩანს, შეუღებავი დარჩა. დღესდღეობით ნაგებობა ფუნქციურია, აქ განთავსებული საბავშვო მუსიკალური სტუდია. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარკის განაშენიანებაში და თავისი არქიტექტურული ფორმებით ორგანულად ერწყმის მას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4235
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./75
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის შუახანა.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
კულტურა>>კინოთეატრი;კულტურა>>კლუბი;
CurrentFunction: კულტურა>>კინოთეატრი;
Classification: არქიტექტურის,საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80057921
Y: 41.7080548