CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2901
ObjectID: 2901
ID: 2901
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობის მთავარი ფასადი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი ორსართულიანია და აგურით ნაშენი. სახლს ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. შენობა ატარებს კლასიციზმის ნიშნებს. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მთავარი ფასადის სიბრტყეს ანაწევრებს სარკმლების რიტმული მონაცვლეობა. I სართული დამუშავებულია აგურის წყობაში გამოყვანილი რუსტიკით. გალესილია და შეღებილი, ხოლო II სართული დაბალი ღარებით. ფასადის კიდეებში ერთმანეთისგან განსხვავებული ზომის რიზალიტებია. მარცხენა რიზალიტის პირველი სართულზე ეზოში გასასვლელი გვირაბია, ლითონის ავთენტური ჭიშკრით. მარჯვენა რიზალიტის პირველი სართულზე კი სადარბაზოში შესასვლელი კარი. სადარბაზოს კარი ხისაა, ლითონის ნაჭედი ელემენტებით. სადარბაზო სადაა, ორმარშიანი კიბითა და ლითონის მოაჯირით. ფასადის ორივე სართულს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები. ორივე სართულზე ღიობები მორთულია სადა, პროფილირებული საპირეებით, რომელთაც ცენტრში საჭექი ქვებია, I სართულზე გლუვი, ხოლო II-ზე რელიეფური ორნამენტით. II სართულზე ღიობებს ქვემოთ რელიეფური ორნამენტებია. მთავარი ფასადის I სართულის დიდი ნაწილი მოსახლეობის მიერ არის თეთრად გადაღებილი. მთავარი ფასადის მეორე სართულზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აჟურული აივანი. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადს II სართულზე, ხის აივნები გასდევს, რომელთაც ჭვირული მოაჯირები აქვთ. ხის სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული და აჟურული თავსართები. ეზოს ფასადის ნაწილი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი. შენობას ეზოს მხარეს, II სართულზე აქვს უსახური მიშენება. შენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. მხოლოდ ნალესობაა დაზიანებული და გვირაბის თაღის გვერდებზე აგურის წყობის ნაწილი ჩამოშლილია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი წარმოადგენს წინამძღვრიშვილის ქუჩის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5283
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./81
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79923514
Y: 41.71174936