ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2900
ObjectID: 2900
ID: 2900
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობა ქუჩის სიღრმეშია აღმართული. წინ მას პატარა ბაღი-ეზო ერთვის, რომლის თავდაპირველი იერსახე, პირველ სართულზე, გვიან მიშენებული მცირე ზომის ვერანდითა და აქედანვე მოწყობილი კიბით ირღვევა. შენობის ფასადი ასიმეტრიულია. ცენტრში სამკუთხედს მიახლოებული ფორმის ფრონტონით დაგვირგვინებული რიზალიტია წარმოდგენილი, რომელსაც მარჯვენა მხარეს მის ფარგლებს მიღმა და ნაწილობრივ ფრონტონქვეშ მოქცეული სწორკუთხა თაღი ერთვის. რიზალიტზე, ყველა სართულზე, სამ-სამი სარკმელია. მესამე სართულზე ტრაპეციის ფორმით დასრულებული ღიობებია მოქცეული, აქვეა შეკიდული, მცირე ზომის, მოდერნული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სადა ცხაურით შემოსაზღვრული აივანი. მის ქვეშ სამი ღიობის მომცველი, ანალოგიური მოაჯირით შემოწერლი კიდევ ერთი აივანია მოთავსებული. რიზალიტს დართული მართკუთხა თაღი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით შემკულ კონსოლზე შემდგარ სვეტზეა დაყრდნობილი. მას აივანი ერთვის. რიზალიტის ორსავ მხარეს, არათანაბარი რაოდენობის სარკმლები მოდერნისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოსახულებებით, მცენარეული სურათითა და მართკუთხა ფორმებით შემკულ ნიშებშია მოქცეული. პირველ და მეორე სართულს ერთმანეთისაგან მეანდრული კარნიზი გამიჯნავს. მოდერნული, მცენარეული, წყვეტილი კარნიზია მოთავსებული რიზალიტის სარკმლებს შორის, რაც ერთი შეხედვით მკაცრ ფასადს, სხვა მცენარეულ კომპოზიციებთან ერთად საზეიმო ელფერს სძენს. შენობა, მარჯვენა მხრიდან, ნახევარწრიული გეგმარების, სარკმლებით თანმიმდევრულად დანაწევრებული შვერილით, ღია სივრცისკენ არის მიმართული. სწორედ ამ მხარეს არის მოთავსებული შენობაში შესასვლელი კარი, რომელსაც ლომების ქანდაკებებით შემკული და სვეტებს დაყრდნობილი სამკუთხა ფრონტონით დაბოლოებული პორტიკი ერთვის. მის თავზე ვარდულია დატანილი. თითქმის ყრუ კედელში მხოლოდ რამდენიმე მომცრო ზომის ფანჯარაა გაჭრილი. ნაგებობას ხის სადა მოაჯირებით შემოსაზღვრული, სართულების კუთხით შემომწერი აივნებით წარმოდგენილი ეზო ერთვის. სართულებს ეზოსთან რკინის ხვეული კიბე აკავშირებს, რაც სადა ფასადს მრავალფეროვნებას მატებს. მესამე სართულის აივანს გვიანი, შვერილი მიშენება ერთვის. აღწერილი, მოდერნის ელემენტებით შემკული შენობა ირგვლივ განლაგებულ სახლებს შორის გამოირჩევა. მის ხასიათს არასწორხაზოვანი მოხაზულობა და სილუეტი განსაზღვრავს. ნაგებობის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ის მიმდებარედ აღმართულ სხვა მონუმენტურ, ვიზუალურად განსხვავებულ შენობებთან ერთად ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბს, სილუეტსა და მაღალმხატვრულ სახეს განსაზღვრავს, ამასთანავე თითქოს ერთიან ანსამბლში ეწერება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4709
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./19 ბ
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.80141359
Y: 41.71209015