ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2890
ObjectID: 2890
ID: 2890
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე. სამსართულიანი შენობა ნაგება აგურით, შელესილია და გადახურულია ლითონის სახურავით. სახლის ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია, სწორკუთხა ფანჯრების და აივნების რიტმულ მონაცვლეობაზე აგებული. შენობის ფასადი მოდერნის სტილის ნიშნების მატარებელია. პირველი სართული ძლიერაა სახეცვლილი, რაც არღვევს ძეგლის ავთენტურობის ხარისხს. I სართული სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული და მოთავსებულია სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. მეორე, და მესამე სართულების გადაწყვეტა თითქმის ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ მორთულობაშია. მესამე სართული უფრო უხვადაა შემკული ვიდრე მეორე. ფასადის მთლიანი ზედაპირი დეკორატიული ორნამენტებითაა დაფარული. ფანჯრებს შორის პილასტრებია აყოლებული, რომლებსაც ვარდულები ასრულებს. მეორე და მესამე სართულის ფანჯრები მორთულია დეკორატიული, მცენარეული ორნამენტებით (გირლანდები, მცენარეული ორნამენტები და სხვა.). შენობას გასდევს შვერილი კარნიზი, ხოლო ფასადის ორივე ნაწილში, ზემოთ ასევე ორნამენტებით დაფარული ატიკებია. ამ ყოველივესთან ერთად ფასადის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ახალგაზრდა მამაკაცების სკულპტურული თავების გამოსახულებები, რომლებიც ფასადის გვერდით შემაღლებული ფლიგელების ზედა ნაწილში იყრის თავს (სამ-სამი ორივე მხარეს). ფასადის მხატვრული გადაწყვეტით შენობა ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს არა მხოლოდ ქუჩის, არამედ თბილისის არქიტექტურულ ნიმუშებს შორის. სახლს აქვს შიდა ეზო, რომელში მოხვედრაც მთავარი ფასადიდან შეიძლება ეზო სწორკუთხაა. ამ მხარეს შენობის ფასადი აივნებით და შუშაბანდით იხსნება სადაც ყურადღებას იქცევს ხის ელემენტები (მოაჯირი, სვეტები). სახლს აქვს ორი სარდაფი. სადარბაზოების დათვალიერებისას მნიშვნელოვანია დეკორატიული იატაკი, ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. ძეგლს აქვს მაღალმხატვრული, ქალაქგეგმარებითი ღირებულება. იგი მნიშვნელვანია ქუჩის/ქალაქის ისტორიული იერსახის შექმნისთვისაც. ამდენად, მასზე ჩატარებული სამუშაოები უნდა განისაზღვროს კონსერვაცია/რესტავრაციით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4212
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./36
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80159433
Y: 41.70442994