CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2889
ObjectID: 2889
ID: 2889
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმით მართკუთხაა დახურული შიდა ეზოთი, ანფილადური. ნაგებია აგურით, შელესილია, იყო შეღებილი. სართულების რაოდენობა იყო 2, ამჟამად სარდაფის ფასადზე გამომავალი სარკმლები პირველ სართულად არ შეიძლება მივიჩნიოთ (ძველი პასპორტით სართულების რაოდენობად მითითებულია 3) - არ სცდება ცოკოლის დონეს. შელესილია, სადაა. პირველი სართულის სარკმლები სანდრიკებით, კრონშტეინებზე დაშვებული გირლანდით და სანდრიკის ცენტრალურ ნაწილში დასმული მცენარეული და გახსნილი ნიჟარის დეკორატიული მოტივით არის დახუნძლული. სართულებს შორის კარნიზს გეომეტრიული მოტივი მიუყვება. მეორე სართულის სარკმლის თავსართები შედარებით სადაა – ისეთივე სანდრიკები ნიჟარის გარეშე, თუმცა სარკმლის ქვედა ნაწილში სამი წყვილი, ნახევარწრედ ჩამოკიდებული გირლანდები არანაკლებ ცხოველხატულობას სძენს ფასადს. ზედა კარნიზს ქვეშ ბუდეში ჩასმული ბურთულების ‘ლენტა” გასდევს. ხოლო შენობას მაღალი პარაპეტი ასრულებს. ფასადზე სამი აივანია, ლითონის ჭვირული მოაჯირებით. ორი მათგანი- გვიანი გადახურვით. სადარბაზოს კარი ხისაა გეომეტრიულიმოტივებით. მის გვერდით ეზოში შესასვლელი სწორკუთხა ჭიშკარია. შესასვლელის თავზე სწორკუთხედ ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ლომია, მის ზემოთ ორივე მხრიდან შეკრული ბაფთებიდან გამომავალი ლენტები და გირლანდები კრავენ კომპოზიციას, ხოლო სწორკუთხედის თავზე გერბისმაგვარი მცენარეულმოტივიანი ნაძერწობა. ეზოში აღსანიშნავია ხის კიბე, ხის ფიცრული და ორნამეტიანი აივნები, ლითონის კიბე. გვირაბში მარცხენა მხარეს რესტავრირებული რიკულებიანი ხის კიბეა. ქვედა, სარდაფის სართული, რომელიც ეზოში გამოდის და ჩასასვლელი რამდენიმე კარიც აქვს შელესილია. სარდაფი მთელს სახლს შემოუყვება. ეზოს თავდაპირველი იერსახე ნაწილობრივ დარღვეულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5257
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80502307
Y: 41.7042305