ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2887
ObjectID: 2887
ID: 2887
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მართკუთხა გეგმაში ჩახაზული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მთავარი ფასადი გოგოლის ქუჩის მიმყოლად არის განლაგებული. ის ასიმეტრიულია, თუმცა ერთმანეთის მიყოლებითა და მონაცვლეობით განლაგებული სარკმლები და პილასტრები მას გაწონასწორებულს ხდის. კომპოზიციის შუა ღერძიდან მარჯვნივ, მაღალი ფრამუგით დაგვირგვინებული ხის ორფრთიანი კარია დატანილი. სადარბაზოში მაღალი ხის კიბეა მოთავსებული. ფრამუგა სარკმლების მწკრივშია მოქცეული და ღიობების თანმიმდევრულ რიგს არ არღვევს. მათ ქვეშ სარდაფის ღიობებია განაწილებული. ფასადის მარცხენა განაპირა მხარეს ეზოში შესასვლელი მართკუთხა გვირაბია გაჭრილი. მის თავზე სხვა სარკმლებთან შედარები მომცრო ზომის წყვილი ფანჯარაა მოქცეული, რაც გვირაბის სიმაღლით აიხსნება. სარკმლებს შორის პირველ სართულზე რუსტირებული, ხოლო მეორეზე _ განიერი, კანელურებით დაღარული, მცენარეული კაპიტელებით შემკული პილასტრებია მოთავსებული. მხოლოდ გვირაბის ზემოთ, ორივე სართულზე განლაგებულ სარკმლებს შორის არ გვხვდება ისინი. მეორე სართულზე მათ ვერტიკალურად განლაგებული მცენარეული სამკაული ერთვის, რომელსაც ადამიანის თავის რელიეფური გამოსახულება ამკობს. მსგავსივე სამკაულით არის გაფორმებული მეორე სართულის სარკმლები და კარის ღიობი. პირველი სართულის ფანჯრებს დეკორიატიული საჭექი ქვები ერთვის. მეორე სართულზე აჟურული რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული მართკუთხა გეგმის მქონე აივნებია შეკიდული. შენობა სადა ფრიზით, რუსტებითა და ვარდულებით დანაწევრებული პარაპეტითა და მის ცენტრში, კომპოზიციის შუა ღერძზე აღმართული ვიწრო, რკალური ატიკით გვირგვინდება. შენობა ეზოს შემცველია, რომელსაც ოთხივე მხრიდან ნაგებობა კრავს. ის ღია ხის აივნებით, დროთა განმავლობაში გადაკეთებული შუშაბანდებითა და დამატებითი, გვიანი მიშენებებით არის წარმოდგენილი, რაც მას თავდაპირველ იერსახეს უკარგავს. ზედა სართულებს ეზოსთან ხისა და რკინის კიბეები აკავშირებს. გადაკეთებულ შუშაბანდებს შორის ჭვირული მოაჯირის ფრაგმენტები და ჩუქურთმიანი სვეტები შეინიშნება. აღწერილი საცხოვრებელი სახლის ქუჩისკენა ფასადი ცალკეულ ბაროკულ-როკოკულ ელემენტებს შეიცავს, როგორიცაა, თაღოვანი ატიკი, მცენარეული კომპოზიციები და ადამიანის თავის რელიეფური გამოსახულებები. ეზოსკენ მიმართული ექსტერიერი კი თბილისური ავნებისა და შუშაბანდების შემცველია, რაც ნაგებობას, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული თბილისური სახლების დიდი ნაწილის მსგავსად ,,ორსახოვანს” ხდის. შენობა ქუჩის საერთო სურათსა და მიმდებარე განაშენიანებაში უბნის გეგმარებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიმუშია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4046
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გოგოლის ქ./28
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79787225
Y: 41.71993241