CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2886
ObjectID: 2886
ID: 2886
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი აგურით ნაშენი და ტერაკოტისფრად შებათქაშებული საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას და მათ შემაკავშირებელ არქიტექტურულ რგოლს წარმოადგენს. რუსული "П"-ს გეგმის მქონე ნაგეობაბა მე-20 საუკნის დასაწყისს მიეკუთვნება, მის გაფორმებაში მოდერნის სტილის ელემენტებია გამოყენებული. პირველი სართული სახეცვლილია აქ განთავსებული მაღაზიების ვიტრინების ღიოებებითა და რკინის ჟალუზებით. ეს ნაწილი ფერითაც გამოიყოფა, ერთი ნახევარი ნაცრისფრადაა შეღებილი, მეორე კი ვარდისფრად. მეორე და მესამე სართულები რიტმულად ნაწევრდება სარკმლებით. აღმაშენებლის გამზირის მხარეს 4 ლითონის აივანია სიმეტირულად მოცემული: 2 მეორე, 2 კი მესამე სართულის თავსა და ბოლოში. რომის ქუჩის მხრიდან თვალს ხვდება ცენტრში მოცემული ერკერი, რომელიც ნაგებობის მოხაზულობას გარკვეულ დინამიურობას სძენს. ერკერს ცენტრში ქვის ფილაა ჰორელიეფური მცენარეული ორნამენტებით. ნაგებობის ყველა სარკმელს შემოუყვება პროფილირებული საპირე. მეორე სართულის ყველა სარკმელს (ერკერის სარკმელების გარდა) სანდრიკი ამკობს. მესამე სართულს მთლიანად შემოუყვება ორნამენტული ფრიზი და პროფილირებული კარნიზი. შენობას აქვს მანსარდა. ეზოში მოხვედრა რომის ქუჩიდანაა შესაძლებელი. ეზოში ნაგებობის ძველი ნაწილიდან შემორჩა ხის კრონშტეინები. ფასადი გადაკეთებულია, შელესილი და განახლებული არაერთგზის. სადარბაზოში შესასვლელი აღმაშენებლის გამზირის მხრიდანაა. თავდაპირველია სადარბაზოს ხის კარი ლითონის ცხაურით, ქვის იატაკი და კიბეები, ასევე ლითონის მოაჯირი. ნაგებობის მდგომარეობა, ზოგადი შეფასებით, საშუალოა. შეინიშნება ბზარები, ნესტის კვალი და ბათქაშის ცვენა. ასევე, ადამიანის მიერ გამოწვეული დაზიანება, მაგ: პირველ სართულზე, ვარდისფრად შეღებილ ნაწილში აღარ არის სტილიზებული პილასტრები, რომლებიც ამავე სართულის სხვა ნაწილში ორივე ქუჩის მხრიდანაა. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ურბანულ ქსოვილში, საჭიროებს რესტავრაციას და ავთენტური იერის სრულად აღდგენას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4205
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./29.რომის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
კულტურა;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80275483
Y: 41.70396861