CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2885
ObjectID: 2885
ID: 2885
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი #19/21 მდებარეობს მარჯანიშვილის ქუჩაზე. შენობა ოთხსართულიანია, ნაგებია აგურით, ბლოკით, შელესილია (დეკორატიული ლესვით) და შეღებილი. ფასადი დაფარულია რუსტიკის ელემენტებით. შენობა გადახურულია ლითონით. ნაგებობა გეგმით რუსული “П”-ს ფორმისაა და მისი მთავარი ფასადი მარჯანიშვილის ქუჩაზე გამოდის. ფასადის მეორე, მესამე და მეოთხე სართულები თანაბარზომიერი რიტმით ნაწილდება სარკმლების რიგით. პირველი სართული ფართო სწორკუთხა ღიობებით იხსნება, რომლებიც სავაჭრო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული. სარკმლების გაფორმება თითოეულ სართულზე ერთმანეთის მსგავსია, სწორკუთხა, ფრონტონისებრი ან თაღოვანი გადახურვით და დეკორატიული ალათებით გაფორმებული, რომლებიც ზემოდან დამატებით კლასიცისტური ელემენტების შემცველი ორნამენტული დეკორითაა გაფორმებული. მსგავსია ლითონს აჟურული აივნების განაწილებაც მეორე და მესამე სართულზე – 3 მეორე, ხოლო 4 მესამე სართულზე. სახლის სადარბაზოში მოხვედრა ქუჩის მხრიდან, ხის თაღოვანი კარის მეშვეობითაა შესაძლებელი. აქ ყურადღებას იქცევს დეკორირებული იატაკი, ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. ფასადის მეორე მხარეს გაჭრილია ფართო სწორკუთხა შესასვლელი, ლითონის აჟურული ჭიშკრით, რომლიდანაც შიდა ეზოშია შესასვლელი. ეზო გეგმით მართკუხაა. ამ მხარეს სახლი შუშაბანდით იხსნება, აქვს ერთი მინაშენი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხის ელემენტების სიმრავლე. შუშაბანდის ცალკეული ნაწილები ამოშენებულია ცემენტით და ზოგან შეღებილი. ამავე მხარეს აღსანიშნავია ლითონის კიბე. შენობა მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, ამასთანავე, მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის ფორმირებაში. ნაგებობის მხატვრული ღირებულების და ზემოხსენებული ნიშნების გათვალისწინებით მასზე ჩატარებული სამუშაოები უნდა განისაზღვროს მხოლოდ საკონსერვაციო/სარესტავრაციო მიზნით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4608
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯანიშვილი კოტეს ქ./19.მარჯანიშვილი კოტეს ქ./21
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;
საგანმანათლებლო, სამეცნიერო;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79661853
Y: 41.70910274