CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2884
ObjectID: 2884
ID: 2884
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი ორსართულიანია ცოკოლის სართულით, ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით ნაშენი და მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. სახლს ლათინური ასო U-ის ფორმა აქვს, ეზო გახსნილია მიხ. წინამძღვრიშვილის ქ. #99/2-ის ეზოს მიმართ. შენობა შელესილია და აქვს დეკორატიული ელემენტები. ფასადის ცენტრში განთავსებულია სადარბაზო, რომლითაც ზედა სართულებზე ხის კიბით ვხვდებით. სადარბაზოს თაღოვანი კარი ორფრთიანია, ხის, ლითონის ცხაურებით. სახლის მარჯვენა განაპირა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია. ლითონის ჭიშკარი შედარებით ახალია და საკმაოდ ამორტიზირებული. სწორედ ამ გვირაბის თვზე არსებული სართულშუა გადახურვების ჰორიზონტალური სიბრტყე დაცერებულია. პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ ეს ნაწილი ეყრდნობა მომიჯნავე სახლის (უფრო ადრინდელი სახლია) კედელს. ცოკოლის სართული სახეცვლილია გადაკეთებების გამო. I და II სართულებზე შემორჩენილია ნალესი ელმენტები. საფასადო სიბრტყეს ვერტიკალურად ანაწევრებს რუსტირებული პილასტრები, ხოლო ჰორიზონტალურად _ პროფილირებული კარნიზები. II სართულს აბოლოებს პარაპეტი, რომელიც, სავარაუდოდ, მოგვიანებითაა გადალესილი. შენობის მთავარი ფასადი მორთულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ევროპული არქიტექტურიდან აღებული ნალესი პროფილებით. ფასადის ღიობები სართულების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება საპირეებით. I სართულზე სადა პროფილირებილი საპირეებია ადამიანის სახის გამოსახულებიანი ნაძერწი საჭექი ქვებით. II სართულის ღიობებს კი გაშლილი თაღის ფორმის სანდრიკები ამშვენებს, მცენარეული თემატიკის გირლანდებითა და დეკორებით. მთავარი ფასადის მთელი სიბრტყე დაბალი რუსტიტებული ლესვითაა დამუშავებული. ცოკოლის სართულზე კი ნალესობა ჩამოყრილია და მოჩანს აგურის წყობა. ამავე სართულზე ორი ჩასასვლელია, რომელთაგან ერთი (მარჯვენა) საკმაოდ უსახურია, ლითონის გისოსებით. მთავარი ფასადის II სართულზე სადარბაზოს მიმართ სიმეტრიულად არის განთავსებული შენობის თანადროული ლითონის ორი აივანი. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს II სართულზე შერჩენილი აქვს პირვანდელი სახე ჭვირული მოაჯირებით, ხოლო ნაწილი მოსახლეობის მიერაა გადაკეთებული. ვიზუალური შეფასების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართობით და მობინადრეთა მიერ გადაკეთებებით. არამდგრადია როგორც თავად ძირითადი ნაწილი, ასევე ეზოს ფასადების ხის შუშაბანდებიც. მთავარი ფასადის ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია და დაზიანებული. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს წყალსაწრეტი მილების გაუმართაობა (დაკარგულია დაბოლოებები, ე.წ. მუხლები), ეზოში არსებული ონკანი, რომელიშიც მუდმივად მიედინება წყალი და გვირაბში არსებული ლუკები. ეს ყოველივე ამძიმებს სახლის ფიზიკურ მდგომარეობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს სერიოზულ გამაგრებებს, საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5294
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./99
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79789955
Y: 41.71360167