ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2883
ObjectID: 2883
ID: 2883
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორი ქუჩის შესაყარზე აღმართული საცხოვრებელი სახლი ხუროთმოძღვრული ელემენტებით სადად არის შემკული. ორივე ფასადი ასიმეტრიულია. ივანე ჯავახიშვილის ქუჩისაკენ მიმართულ ფასადზე, მარჯვენა განაპირა მხარეს, პილასტრებით მონიშნული რიზალიტია, რომელშიც შენობაში შესასვლელი ერთ-ერთი კარია მოთავსებული. მის თავზე სადა საპირეში მოქცეული, პროფილირებული საჭექი ქვით შემკული სარკმელია გაჭრილი. წყვილებად დაჯგუფებული სარკმლებისა და პილასტრების თანმიმდევრული მონაცვლეობა კომპოზიციას რიტმულს ხდის. აქვეა მოთავსებული რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული სწორკუთხა გეგმარების აივანი. პირველი სართულის რკალურ თუ სწორკუთხა ფანჯრებს ტლანქი საპირეები შემოწერს, მეორე სართულის ღიობები კი სადა, დეკორატიული საჭექი ქვით გაფორმებულ ჩარჩოებშია მოქცეული. მათ ქვეშ პლასტიკით წარმოდგენილი მცირე ზომის პანოებია მოთავსებული. პირველი სართულის მწკრივში დიდი ზომის ვიტრინა-ღიობებთან ერთად ცრუ სარკმლებიც არის მოქცეული. მათ ფრაგმენტული, უფუნქციოდ განაწილებული, გვიანი პილასტრები ერთვის. დავით კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან, ღიობების რიგებს, ანალოგიური სამკაული აფორმებს. კომპოზიციის შუაში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ეზოში შესასვლელი გვირაბი და სადარბაზოს მაღალი, ფრამუგით დაგვირგვინებული, სარკმლებითა და რკინის ცხაურებით გაფორმებული კარია მოქცეული. სადარბაზოში ხის კიბეა მოწყობილი. შენობა პატარა ეზოს შემცველია, რომელსაც ნაგებობა ოთხივე მხრიდან ერტყმის. მისკენ მიმართული ფასადი შუშაბანდებს შორის მოქცეული, ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებით არის წარმოდგენილი. ეზოს იერსახე გვიანი უსახური დაშენებებით, ამოშენებული კედლებითა და სხვადასხვა მასალით გადაკეთებული შუშაბანდებით დაკარგული აქვს. სართულები ეზოსთან, ზოგი კედლებს მიმყოლი, ზოგიც მის პერპენდიკულარულად განლაგებული რკინისა თუ ხის კიბეებით არის დაკავშირებული. მეზობელი ეზოსაკენ მიმართული ფასადი შეულესავი აგურის კედლისა და შუშაბანდებისაგან შედგება. აღწერილი ნაგებობა საშუალო მხატვრული ღირებულებისაა. ის ცალკეული ბაროკული ელემენტებით არის შემკული, რაც მას საზეიმო ელფერს სძენს. შენობა კუთხით განსაზღვრავს ორი ქუჩის შეყრის ადგილს. მიმდებარე განაშენიანების საერთო სურათის შექმნაში კი ერთ-ერთ რიგით როლს თამაშობს და სიახლოვეს აღმართულ, შედარებით მცირემასშტაბიან სახლებთან ერთად ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბს, სილუეტს, მოხაზულობასა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4488
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კლდიაშვილი დავითის ქ./2.ჯავახიშვილი ივანეს ქ./102
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79851981
Y: 41.71359442