ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2881
ObjectID: 2881
ID: 2881
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX დასასრულს აგებული შენობა ივანე ჯავახიშვილის ქუჩის არქიტექტურული მოდერნის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუშია. აღმოსავლეთით დაქანებულ რელიეფს მორგებული შენობა მოდერნისთვის უჩვეულო სიმწყობრით ხასიათდება. აგურით ნაშენი სამსართულიანი შენობა გეგმარებით ხაზოვანია, ეზოში ღრმად განვითარებული ჩრდილოეთის პერპენდიკულარი ფლიგელით. მაღალ ცოკოლზე შესმული შენობის, პროფილირებულ სართულშუა თაროს, კარნიზსა და პარაპეტს შორის მოქცეული კედლის სიბრტყეები კარ-სარკმლის ღიობებით არის დანაწევრებული: შეისრული ფორმით მეორე სართულზე, სწორკუთხა მოხაზულობით - პირველ სართულზე. ფასადი სამ ვერტიკალურ სიბრყედ იყოფა, რომლის დამანაწევრებელ ელემენტებად კოლოსალური სარტყლებია გამოყენებული, რომლის თავსა და ბოლოში ნალესობაში ამოღრმავებული წვეთის ფორმის გამოსახულებებია დატანებული. შუა ვერტიკალური არე, რომელიც ვიზუალურად რიზალიტის კონსტრუქციულ შვერილს ჰგავს, სამ-სამი კარ-სარკმლის ღიობითა და სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული აივნებით ნაწევრდება; ყურადღებას იქცევს რკინის აივანთა მოაჯირების კომპოზიცია (პირველ სართულზე ე.წ. ფრანგული აივანია, მეორე სართულზე მრუდხაზოვანი განიერი აივანი). შენობის ცენტრალური სიბრტყე დამატებით აქცენტირებულია პარაპეტის შემაღლებული, თაღოვანი ,,კარიბჭითაც”. სახლს მარცხენა კიდურა ფრთაში დატანებული ერთადერთი სადარბაზო შესასვლელი აქვს, რომელიც მასიური ხის ორ, ერთამნეთის გვერდით მოთავსებულ კარს (ცალ-ცალკე კიბის უჯრედებით) წარმოადგენს. სადარბაზოები ხის კიბეებით არის აღჭურვილი. შენობას აქვს კიდევ ერთი გვირაბული გასასვლელი ცოკოლის სართულზე, კერძოდ, მის მარჯვენა კიდურა ფრთაზე. სარდაფის კედლებში გაყვანილი დაბალჭერიანი გვირაბი საკმაოდ მოუხერხებელია გადასაადგილებლად. შენობის ზურგი, ამ შემთხვევაში, ეზოს ფასადი ტრადიციული თბილისური ხის ღია აივნებითა და შუშაბანდებით არის გახსნილი. ეზოს ჩრდილოეთ ფლიგელზე სრულად შემონახულია პირველი სართულის რიკულებიანი და მეორე სართულის ჭვირულმოაჯირიანი ღია აივნები, მათი პერპენდიკულარული ფრთა (ქუჩის ფასადის უშუალო ზურგი) კი დახურული შუშაბანდებითაა წარმოდგენილი. ეზოს მხარეს ანფილადურად განლაგებული სარდაფის სათავსოების მიახლოებული სიმაღლე 2,40 მეტრია. საკუთრივ ეზო პატარაა, უმნიშვნელო გამწვანებითა და განახლებული ასფალტის საფარით. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა ქუჩის ფასადზე, სადაც მრავლობითი გამჭოლი ბზარები შეინიშნება, დაზიანებულია ნალესობაც. შედარებით დაცულია შენობის ავთენტურობა, როგორც ფასადებზე, ისე ეზოს მხარეს. ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5375
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80636946
Y: 41.70379909