CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2879
ObjectID: 2879
ID: 2879
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის შუახანებში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგურითაა ნაშენი და შელესილია. მის დომინანტურ ნაწილს ხის აივანი წარმოდგენს, რომელიც მეორე სართულის მთელ სიგანეს იკავებს. კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველ სართულზე ეზოში შემავალი ვიწრო კარი და ორი განიერი სარკმელია, ნახევარწრიული, რელიეფურად ამოზრდილი საპირეებით. მეორე სართულის ხის აივნის მუზარადისებრ სამ თაღს კარისა და სარკმლების სამი ღიობი ეპასუხება. სამივე მათგანს ნახევარწიული მოხაზულობის საპირე შემოუყვება. აივნის თაღები ხის ბოძებს ეყრდნობა, მას ასევე ორნამენტული მოაჯირი და ხის კრონშტაინები ამკობს. ეზოს მხრიდან შემორჩენილია ხის დახურული გალერეა, ხის კიბე. ასევე, თითქმის თავდაპირველი სახით გრძივი ერთსართულიანი მიშენება, ასევე ხის აივნითა და დორიული სვეტებით. შენობას აქვს სარდაფი, რომლის კარი დალუქული იყო და გადაღება ვერ მოხერხდა. ერთსართულიან მიშენებას ასევე მთელს სიგრძეზე მიუყვება სარდაფი. ზოგადად, ნაგებობის მდგომარეობა მძიმეა. ფასადის დათვალიერებისას თვალშისაცემი დაზიანებების მთელი რიგი: აივნის ჩამოშლილი ხის კოჭები, საძირკვლის ჯდენა, კედელზე არსებული ბზარები და ნაპრალები შენობის ავარიულ მდგომარეობაზე მიუთითებს ნათლად. ვინაიდან, ნაგებობა მიეკუთვნება ე.წ. თბილისურ აივნიან სახლს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქტიტექტურულ განვითარებაში, უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია ავთენტურობის დაცვის გათვალისწინებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4200
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80349039
Y: 41.70349164