ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2875
ObjectID: 2875
ID: 2875
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის გამზირიზე. შენობა ორსართულიანია, ნაგებია აგურით და დეკორატიული ლესვითაა დაფარული. შენობის ფასადი სიმეტრიულია. პირველი სართულის კონტრუქციული ნაწილები რუსტირებულია. ამ სართულზე ფასადი სწორკუთხა, ფართო, შემინული ღიობებით იხსნება. აქვე განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები (სამოგზაურო სააგენტო, სავაჭრო ობიექტები). მეორე სართულს მთელ სიგრძეზე გასდევს სწორკუთხა ფანჯრების რიგი. ფანჯრებს სადა, რამდენიმეპროფილიანი საპირე აქვთ, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა ცენტრში გაფორმებული. კედლის სიბრტყე პილასტრებითაა დანაწევრებული. ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს პარაპეტი. შენობის ფასადი ამპირის სტილის ნიშნების შემცველია. აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან ფასადის ცენტრში გაჭრილი დიდი სწორკუთხა შესასვლელის მეშვეობით შიდა ეზოში ვხვდებით. ეზო გეგმით მართკუთხაა. სახლის ფასადი ეზოს მხრიდან შუშაბანდით იხსნება. აღსანიშნავია ასევე ხის, ლითონის კიბეები. ეზოდანვეა ჩასასვლელი სარდაფებში. ქუჩის მხრიდანვეა გაჭრილი სადარბაზოს ორი შესასვლელი. სადარბაზოს კარი ხისაა, დეკორატიულად გაფორმებული. სადარბაზო სრულიად სადაა. შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიული იერსახის შექმნისა და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4126
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
CurrentFunction: სავაჭრო; ფუნქციის გარეშე; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80363829
Y: 41.70321