CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2874
ObjectID: 2874
ID: 2874
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა გეგმით ირეგულარული მრავალკუთხედია, ორსართულიანი, ნაგებია აგურით, შელესილია აქვს დეკორატიული ნაძერწობა. ატარებს არ-ნუვოს ნიშნებს. ფასადი სიმეტრიულია, ცენტრალურ ღერძზე, სადაც სადარბაზოს კარია გაჭრილი, ნაგებობას ასრულებს თაღოვანი ატიკი გვერდებზე “კოშკურებით”. ფასადს მთელს სიგრძეზე გაუყვება რელიეფური დეკორატიული ბლითების (“ბუბლიკების”) მწკრივი. სარკმლებს შორის მცენარეული მოტივის “პანოებია”, მის დაბლა კი, კვადრატული სქელი ფილები – თითქოს სარკმლიდან გადმოფენილი . სარკმლის სათაურებს მძივებიანი სეგმენტური სანდრიკი წარმოადგენს , რომელიც თავის მხრივ სქელ რელიეფურ წრეშია ჩასმული. ზოგადად მთელი ფასადი ოდნავ ხისტი, უხვად ნაძერწი დეკორითაა სავსე და თავისუფალი სიბრტყეები მაქსიმალურად არის შევსებული. ფასადზე არის ორი ლითონის მოაჯირიანი აივანი - ერთი მოგვიანებით გადახურული. სადარბაზოს კარი მოწითალო შეფერილობისაა, აქვს წარწერა – „звонок кв: Бибинеишвили“. ფასადზე გამოდის ეზოში შესასვლელი ლითონის მცენარეულმოტივინია ჭიშკარი, აქვს სწორკუთხა , ცხაურიანი ფრამუგა. სადარბაზოებში ღირებულია იატაკის დეკორი, ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი. ამ სახლს ამჟამად მიშენება ერთვის – ქუჩის მხარეს ფასადზე გამომავალი ბალუსტრადიანი აივანი, გვერდით, შავი ლითონის ჭიშკარით – შედის ცალკე ეზოში, რომელიც მთავარ შენობას გვერდითა ფასადიდან ებჯინება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4589
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაზნიაშვილი გიორგის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80306696
Y: 41.70862952