{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2870?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2870?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2870?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2870",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2870,
    "ID" : 2870,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. \"ქართული აგურით\" და გეგმაში ლათინურ \"უ\"-ს წარმოადგენს. შენობა მთავარი ფასადით სუნდუკიანის ქუჩაზე გადის. მის მარცხენა ნაწილში ეზოში შემავალი, თაღოვანი ღიობია გაჭრილი, რომლესაც ლითონის ჭიშკარი აქვს შებმული, მარჯვენა ნაწილში კი ორი სადარბაზოს კარია (მარცხენა პირველ სართულს ემსახურება, მარჯვენა კი მეორეს). ორივე კარს საერთო, ორქანობა, ლითონის აჟურული წინფრა აქვს მიდგმული. აღნიშნულ ღიობთა შორის ცოკოლის ნაწილში, სარდაფის სწორკუთხა სარკმლებია მოთავსებული (მარცხენა ორი გადაკეთებულია).  ცოკოლის გლუვი კედელი ჰორიზონტალური სარტყელით სრულდება, რომლის თავზე არსებულ კედელშიც ოთხი, სწორკუთხა ღიობია გაჭრილი. მარცხნიდან მეორე, ფანჯრის გაფართოვების შედეგად, კარის ღიობადაა გადაკეთებული და მიდგმული აქვს ლითონის მოაჯირიანი, რკინის კიბე. სართულის ოთხივე ღიობი ზედა, სამი მხრიდან პროფილირებული ჩარჩოთია მორთული, ქვედა მოჩარჩოების როლს ხსენებული, სარტყელი ასრულებს ზედა მოჩარჩოებათა შუა ნაწილებში კი გლუვი საჭექი ქვებია დასმული. სართულის განაპირა, გვირაბისა და წყვილი კარის მონაკეთებს სარტყელის დონიდან გლუვი რუსტებისაგან შედგენილი პილასტრები აუყვება. სართულებს შორის გამყოფად პროფილირებული სარტყელია გავლებული. \nსადად მორთულ პირველ სართულს, შედარებით, უხვი მორთულობის, მეორე სართული მოსდევს. აქ თანაბარი რიტმით გაჭრილია სწორკუთხა, სამი მხრიდან არშიაშემოვლებული და საჭექი ქვებით დასრულებული ღიობები. ცენტრალურ ორს, წინიდან მიდგმული აქვს ლითონის აჟურულმოაჯირიანი, ცალქანობა საჩრდილობელით დასრულებული, სწორკუთხა აივანი. იმავე მოხაზულობის, ოღონდ, გაცილებით სადა ლითონის აივანია სართულის მარცხენა, ორი ღიობის წინ (უკანასკნელი ახალი გაკეთებულია). ფანჯარათა ჩამოსწვრივ, სწორკუთხა ჩაღრმავებებია, რომელთა თავზეც, ფანჯარათა ქვედა ჰორიზონტალების მომაჩარჩოვებელი სარტყელია გავლებული. სართულის განაპირა ორ-ორ ღიობს გვერდებში ბრტყელი, კანელურებიანი პილასტრები აუყვება. მთლიანად ფასადი შვერილი კარნიზითა და მასზე დაბჯენილი პარაპეტით სრულდება. პარაპეტში ხაოიანი ზედაპირის მქონე, სწორკუთხა შვერილიბია მოთავსებული.\nეზოს მხარეს, ოდესღაც არსებული, ხის ღია აივნები ამჟამად, ამოშენებული, ან შემინულია. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. იგი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მისი ეკლექტური ფასადი კლასიცისტური და რენესანსული არქიტექტურის ნიშნების მატარებელია.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4905",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "სუნდუკიანი გაბრიელის ქ./22",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803054920000001,
    "Y" : 41.70571262
  }
}