ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2867
ObjectID: 2867
ID: 2867
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე მდებარე, სახლი ორსართულიანია და გეგმაში შემოკლებულ "L"-ს წარმოადგენს. იგი ორი სამშენებლო ფენის შემცველია, თავდაპირველი სახლი - დ. კლდიაშვილის ქუჩაზე გამავალი და გ. ჩუბინაშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადის მარჯვენა ნაწილი - აგებულია ე.წ. "ქართული აგურით", დანარჩენი ნაწილი კი, ე.წ. "ნიკოლოზის აგურით". თავდაპირველი შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს აგებული, მოგვიანო მიშენება კი, XX საუკუნის დასაწყისის პროდუქტია. საფასადო ნაწილები შელესილია (ამჟამად, მათი დიდი ნაწილი ჩამოცვენილია). ძველი ნალესობის ნარჩენები მოწმობს, რომ შენობა დაფერილი იყო ბაცი ნარინჯისფერით. ქუჩებისკენ გამავალი ორივე ფასადი ასიმეტრიულია. სახლი ცოკოლითაა ამაღლებული და მასში, აქა-იქ, გაჭრილია პატარა, მართკუთხა მოხაზულობის სარდაფის სარკმლები. დ. კლდიაშვილის ქუჩის მხარეს, ქუჩის ოდნავი დაფერდების გამო (მარცხნიდან მარჯვნივ), ცოკოლის სიმაღლე თანდათან იზრდება, რის გამოც, მის მარჯვენა კიდეში სარდაფში შესასვლელი ვიწრო კარია მოწყობილი (მას შებმული აქვს ლითონის გისოსი). ორივე ფასადის პირველი სართულის მონაკვეთები დანაწევრებულია სწორკუთხა ღიობებით. დ. კლდიაშვილის ქუჩის მხარეს, მარცხნიდან პირველი და მეორე ფანჯრის ღიობი ამოშენებულია. გ. ჩუბინაშვილის ქუჩის მხარეს, მარცხნიდან პირველი და მეხუთე ღიობი კარისაა, მარჯვენა კარი სადარბაზოს ეკუთვნის, მარცხენა კი შესაბამის მონაკვეთში არსებულ ბინას. დ. კლდიაშვილის ქუჩის მხარეს, სართულებს შორის გამყოფად გავლებულია სადა, ჰორიზონტალური სარტყელი. მეორე სართული თაღოვანი ღიობებით ნაწევრდება. ცენტრში, სამი ღიობის (შუა კარისაა) მომცველი, ლითონის, შეკიდული აივანია, რომელიც ორქანობა სახურავითაა გადახურული და ზედა ნაწილშიც, მთლიანად ლითონის ბადითაა შემოფარგლული. აივნის მარჯვენა მხარეს სამი, თაღოვანი უბეა, მარჯვენა, სარკმლის ამოშენების შედეგად წარმოიქმნა, დანარჩენი ორი კი თავდაპირველი ჩანაფიქრის შედეგია. აივნის მარჯვნივ ორი ფანჯარაა, მათ მარჯვნივ კი ხსენებული უბეების იდენტური თაღოვანი ჩაღრმავებაა, რომლის ბოლოშიც კონდიციონერია ჩადგმული. მეორე სართულის ყველა თაღოვანი ღიობი, თუ უბე, თაღოვანი თავსართით სრულდება (მხოლოდ, მარცხნიდან მეორე უბეა დატოვებული თავსართის გარეშე). ისინი ერთმანეთთან, ქუსლის დონეზე გავლებული, ჰორიზონტალური სარტყელით არიან გადაბმულნი. თავსართთა ზემოთ კი, გლუვი კედელია, რომელიც სამსაფეხურიანი კარნიზით სრულდება. გ. ჩუბინაშვილის ქუჩისკენ გამავალი, ფასადის მარჯვენა, ძველი ნაწილის მხატვრული გადწყვეტა ზემოთ აღწერილი, დ. კლდიაშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადის მსგავსია, ოღონდ, აქ უგულებელყოფილია სართულებს შორის, გამყოფად გავლებული ჰორიზონტალური სარტყელი. შენობის თავდაპირველი ნაწილის მეორე სართულის ცენტრში თაღოვანი კარია, რომელიც ნახევარწრიული მოხაზულობის, ლითონის შეკიდულ აივანზე გადის (აივანი ახალია). აღნიშნული მონაკვეთი სართულებსშორისი გამყოფის დონეზე, გვერდებში შემაგრებულია ლითონის მჭიმებით. ანალოგიური მჭიმებია მეორე სართულის ზედა ნაწილებშიც. გ. ჩუბინაშვილის ქუჩის მარცხენა, შედარებით მოგვიანო ნაწილი შეულესავია, მისი ყველა ღიობი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოდნავ, მშვილდათაღოვანია, მათი თაღები კი ვერტიკალურად დაწყობილი აგურებითაა გამოყვანილი. აღნიშნული მონაკვეთი სხვადასხვა ზომის სამსაფეხუროვანი კარნიზით სრულდება, რომელსაც ორსაფეხურიანი შვერილით დასრულებული, ვიწრო პარაპეტი მოსდევს. ეზოს მხარეს ფრაგმენტულად შემორჩა თავდაპირველი აივნები, ძირითადად, აივნები ამოშენებულია, ან კიდევ უფრო იშვიათად, გადაკეთებულია შუშაბანდად. სახლი გადახურულია თუნუქით. შენობის ფასადთა გაფორმებისას, შეინიშნება კლასიცისტური არქიტექტურის ნიშნები (ძველ ნაწილში) და კონსტრუქტივიზმის შორეული გამოძახილი (მოგვიანო ნაწილში).
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./36.კლდიაშვილი დავითის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80072627
Y: 41.71420068