ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2866
ObjectID: 2866
ID: 2866
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის მიწურულს აგებული შენობა ი. ჯავახიშვილის ქუჩის ელიტურ საცხოვრებელ სახლთა შორის, ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. გეგმარებით რუსულ ,,პ”-ს ფორმის შენობა აღმოსავლეთით მცირე დაქანებულ რელიეფზე დგას და ორი ქუჩის კვეთაზე შპილიანი გუმბათით დაგვირგვინებული, იმპოზანტური კუთხის ერკერითა და ერთიანად რუსტირებული ფასადებით გამოდის. დამახასიათებელი ეკლექტური, ფსევდო-ბაროკული იერის მქონე შენობა აგურითაა ნაგები. შენობის ქუჩისპირა, სამხრეთ და დასავლეთ ფასადები მაღალ ცოკოლზეა შესმული. კედლები სართულშუა პროფილირებული თაროსა და უხვად დეკორირებული, კრონშტეინებზე შესმული კარნიზის ჰორიზონტალებით იყოფა; აღსანიშნავია რელიეფური ფილებით გაფორმებული ფრიზული სარტყელი; დეკორატიული ფილების მდიდრული ნაძერწი პლასტიკა გრიფონების გამოსახულებებს მოიცავს. საფსადო დანაწევრებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარ-სარკმლის თაღოვანი ღიობები, რომლებიც ორივე სართულზე რუსტირებულ, ფართო საპირეებშია მოქცეული. მეორე სართულის იერარქიულ უპირატესობას კორინთული პილასტრებითა და მასიური, პლასტიკურად ნაძერწი, საყრდენი კრონშტეინებით გაფორმებული ერკერი და სარკმლებს შორის ჩასმული ლომის მასკარონები გამოკვეთს. აღსანიშნავია, ი. ჯავახიშვილის ქუჩის მხარეს, სიმეტრიის ღერძზე დატანილი სადარბაზო შესასვლელი, რომელსაც მარაოსებრად დატიხრული ფრამუგის სარკმელი ამშვენებს. ყურადღებას იქცევს სადარაბაზოს ინტერიერი: მოზაიკური წყობის, ორნამენტებით გაფორმებული ქვის იატაკით, ხის რიკულებიანი კიბით, დენტიკულებიანი ჭერის კარნიზითა და ეზოს მხარეს გახსნილი მაღალი სარკმელით, რომელიც უხვად ანათებს კიბის უჯრედს. შენობას მეორე, შედარებით მომცრო ზომის, სადარბაზო კარიც აქვს, რომელიც ზ. ქურდიანის ქუჩაზე გამომავალი დასავლეთ ფასადის კიდეში, ეზოსკენ მიქცეულ ფლიგელშია გაჭრილი და ქუჩასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. შენობის ჩრდილოეთის ფასადი მომცრო ეზოს გადაჰყურებს; აგურით ნაშენ განაპირა ფრთებს შორის მოქცეული, პირვანდელი ხის კონსტრუქციების გალერეები ამჟამად ერთიანად ამოშენებულია. შენობას ძალიან მცირე ფართობის ეზო აქვს, ის რეალურად მოგრძო დერეფანს წარმოადგენს, ეზოს მხარეს სარდაფების სიმაღლე დაახლ. 2,40 მეტრია. სახლის ფიზიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია; ფასადებზე შეინიშნება მრავლობითი ბზარები ფრიზისა და კარნიზის მიდამოებში, ბზარების სადარბაზოს ინტერიერის ჭერშიც; სხვა მხრივ, ხარვეზები არ შეიმჩნევა. შენობის ავთენტურობა ძირითადად ქუჩის ფასადებზე და სადარბაზოებშია დაცული. ავთენტურობის უხეშ დარღვევებს წარმოადგენს ჯავახიშვილის ქუჩის სადარბაზოს რკინის განახლებული კარი, ერკერის ღერძზე სარდაფში ჩამავალი, რკინისავე ჟალუზით დაფარული სარდაფის ჩასასვლელი და ეზოს ფასადის ამოშენებული გალერეები. ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5360
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./17.ქურდიანი ზაქარიას ქ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8052242
Y: 41.7051438