CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2863
ObjectID: 2863
ID: 2863
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი, ძველი აგურით ნაშენი და ტერაკოტისფრად შეღებილი საცხოვრებელი სახლი რუსული "П"-ს გეგმის მქონეა. იგი მე-19 საუკუნის დასასრულს მიეკუთვნება. მის გაფორმებაში კლასიციზმის გავლენა იგრძნობა. პირველი სართული დანაწევრებულია მიწისპირული სარკმლების ღიობებით, ორი სადაბაზოს კარით და ეზოში შესასვლელი სწროკუთხა ღიობით. მეორე და მესამე სართული, ასევე თანაბრად დაშორებული სარკმლებით ნაწევრდება. სართულებს შორის პროფილირებული კარნიზი გამყოფის როლს ასრულებს და ერთმანეთის თავზე განთავსებული სარკმელბის ვერტიკალს ჰორიზონტალური ხაზით ,,არბილებს". პირველი სართულის სარკმლებისგან განსხავებით, მომდევნო სართულის სარკმლენს პროფილირებული საპირე შემოუყვებათ. მეორე სართულის ღიობები მცირე ზომის სანდრიკები, ხოლო მესამე სართულის სარკმლები დეკორატიული თაროებითა და ორნამენტით შემკული კრონშტაინებით გამოიყოფა. კედლის განაპირას გაჭრილი სარკმლები პილასტრებითაა ფლანკირებული. კომპოზიცია კარნიზითა და პარაპეტით სრულდება. ფასადის ცენტრში, მეორე და მესამე სართულზე ორი ლითონის მოაჯირიანი აივანია ერთმანეთის თავზე. აივნისკენ გამავალ კარებებს ასევე შემოუყვებათ პროფილირებული საპირე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლითონის ცხაურის მქონე ხის სადარბაზოს კარები, მისივე ლითონის, ყვავილებით გაფორმებული წინფრა. ასევე, ეზოს სწორკუთხა რკინის ჭიშკარი, რომლის ორნამენტულ ქარგაში რუსული ინიციალებია ჩაწერილი: А, Г, და Ц ამავე ინიციალებს მომიჯნავე სახლის ფასადის გაფორმებაშიც ხვდებით (ქურდიანის N9). ეზოს მხრიდან ფასადის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ხის გალერეა ორნამენტული კაპიტელების მქონე სვეტებით, პროფილირებული კარნიზითა და კრონშტაინების რიგით. ასევე, საგულისხმოა ეზოში შემორჩენილი რკინის ხვეული კიბე. ნაგებობის დათვალიერებისას თვალს ხვდება ბზარები, ჩამოშლილი ბათქაში, ნესტის კვალი. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ ქსოვილში და საჭიროებს რესტავრაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5040
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქურდიანი ზაქარიას ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80339813
Y: 41.70369499