ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2862
ObjectID: 2862
ID: 2862
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა მაღალი მხატვრული ღირებულების, ეკლექტურ სტილში გადაწყვეტილი საცხოვრებელი სახლია. გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმის შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური, სამხრეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის. შენობის გევრდითა ფასადები შეულესავი აგურით ამოყვანილი ყრუ კედლებია. ზურგის ფასადი ეზოს სიღრმეში, ჩრდილოეთით განვითარებულ მოცულობას გულისხმობს. აგურით ნაშენი სახლის საფუძველი რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობითაა ამოყვანილი. ქუჩაზე გამომავალი ფასადი დახვეწილი პროპორციებით, განსხვავებულად გაფორმებული რკინის ცხაურიანი აივნებითა და მდიდრული ნაძერწი პლასტიკით იქცევს ყურადღებას. საფასადო კომპოზიცია განსხვავებულად დამუშავებული კედლის სიბრტყეების მონაცვლეობასა და ღიობთა იერარქიულ მხატვრულ გადაწყვეტას ეფუძნება. განაპირა, მცირედ შვერილი რიზალითები ფასადის მთავარ კონსტრუქციულ ელემენტებს მოიცავს: დასავლეთით სადარბაზო კარია გაჭრილი, აღმოსავლეთით _ ეზოში გვირაბით შემავალი ჭიშკარია; ორივე ღიობს მეორე სართულზე რკინის მოაჯირიანი და სამკუთხა ფრონტონის ფორმის წინფრით გადახურული აივნები ამკობს. მათი ყვავილოვანი მოტივით ინსპირირებული, ჭვირული ორნამენტის ცხაური მეორდება სადარაბზო კარის ცხაურშიც, სადაც, სავარაუდოდ სახლის პირველი მეპატრონისა და უშუალო დამკვეთის ინიციალებია მოთავსებული - რუსული ,,კ” და ,,ბ”. ცოკოლზე შესმული შენობის პირველი სართული მსხვილად დაღარული რუსტით და ნაწევრდება, რომელიც პროფილირებული სართულშუა თაროს მეშვეობით, მეორე სართულის რაფინირებული, ნალესობაში მცირედ ამოღარული რუსტის წყობისგან გამოიყოფა, რომელიც კიდეებზე ,,ხორკლიან-კენჭოვანი” ზედაპირით დამუშავებული რუსტოვანი სარტყლებით ისაზღვრება. მეორე სართულს აგვირგვინებს დეკორატიულად გადაწყვეტილი კარნიზი და მდიდრული, რთული კონფიგურაციის პარაპეტი. ეს უკანასკნელი კიდურა ფრთებზე (რიზალითური შვერილების შესაბამისად) ღიაა და რკინის მოაჯირით იზღუდება; მოაჯირის ორნამენტში მთავარ მოტივად არფის სტილიზებული გამოსახულებაა გამოყენებული. პარაპეტის შუა ნაწილი ყრუ კედელია, რომელიც ფოთლოვანი რელიეფური ვარდულებით არის შემკული. გამორჩეულად დეკორირებულია ფასადის კარ-სარკმლის ღიობები. მატი ფორმა ყველგან სწორკუთხაა, განსხვავებულია მხოლოდ საპირეთა მორთულობა: პირველ სართულზე სარკმლებს საჭექი ქვის ნაძერწი კომპოზიცია ამკობს, ფრამუგიანი სადრაბაზო კარისა და ეზოს ჭიშკრის თავზე არფის გამოსახულებაში ჩართული ქალის თავსაბურიანი (თუ მუზარადიანი?) თავის სკულპტურული გამოსახულება ამკობს. მეორე სართულის ორნამენტაცია მეტად მრავალფეროვანია: აივანთა კარ-სარკმლის დამაგვირგვინებელ ტიმპანზე ფოთლოვანი გირლანდებია დასმული, ხოლო სარკმლის სწორკუთხა სანდრიკები გართულებული კომპოზიციის მცენარეული მოტივების კრონშტეინებს, ფრიზებსა და ზოლურ-პილასტრებს მოიცავს. ქუჩისპირა ფასადის პომპეზურ გაფორმებას შიდა ეზოზე გამომავალი ზურგის ფასადის სისადავე და თავშეკავებული მორთულობა უპირისპირდება. ეზოს ფასადი ხის კონსტრუქციებზე ამოყვანილ ღია აივნებსა და შუშაბანდებს მოიცავს, რომელთაც მოგვიანებით რკინა-ბეტონის მინაშენები დაემატა. შემორჩენილია აივანთა ჭვირული მოაჯირისა და კაპიტელთა ფრაგმენტები. სახლის სარდაფი მხოლოდ ეზოს მხარესაა გახსნილი და მასში ჩასვლა ქვის კიბეებითაა შესაძლებელი. შეკიდული აივნების ქვეშ მოქცეული სარდაფის სართულების მიახლოებული სიმარლე 2,60 მეტრია. საკუთრივ ეზო მომცროა და გამწვანების გარეშეა, განახლებულია ასფალტის საფარი. შენობის ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ავარიული ქუჩის ფასადზე. დაზიანებული და ჩამოშლილია ნალესობის დიდი ნაწილი, ალაგ-ალაგ გაშიშვლებულია აგურის წყობა, პარაპეტის ორი რკინის მოაჯირიდან ერთი დაკარგულია, მეორე სართულის სარკმელთა სანდრიკებიდან დეკორატიული ნაძერწობის გარკვეული ნაწილი სრულიად ჩამოცვენილია, შელახულია სადარბაზო კარები, ჩამოხსნილია ეზოს ავთენტური ვარდულებით გაფორმებული თუჯის ჭიშკარი, რომელიც იქვე ეზოში დევს ჯერ-ჯერობით (იმედია კვლავ შებამენ და არ ჩაანაცვლებენ ახლით). ეზოსი გამავალი გვირაბის სქელ აგურის კედელში გაზის გამათბობლის მილია გამოყვანილი, რომლიდან ამოსული ნამწვი საგრძნობლად ჭვარტლავს თავად გვირაბს და ჭიშკრის ქუჩის ფასადსაც. ეზოს მხარეს შედარებით მოვლილია ფასადი, თუმცა ავთენტურ სახეს არსებული მინაშენები ამახინჯებს. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება, არა მარტო ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მისი გადარჩენა-შენახვა, როგორც დამოუკიდებელი ღირებულების ძეგლისა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4366
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./29
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80425814
Y: 41.70665421