CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2861
ObjectID: 2861
ID: 2861
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის მეორე ნახევარსი აგებული შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. აგურით ნაშენ, ორსართულიან სახლს თითქმის ნახევარი ქუჩის ფართობი უკავია, იმდენად გრძელია მისი ქუჩისპირა ფასადები და იმდენად ფართო და მასშტაბურია მისი შიდა ეზო. გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმის შენობა მოსწორებულ რელიეფზე, ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას, მისი აღმოსავლეთის, შედარებით მოკლე ფასადი ივანე ტურგენევის ქუჩაზე გამოდის, ხოლო სამხრეთის გამორჩეულად გრძელი ფასადი ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზეა წარმოდგენილი. შენობას სამხრეთის მხირდან უსახურად არტიკულირებული დაშენება აქვს, დაშენებაა აღმოსავლეთის ფასადზეც (ტურგენევის მხრიდან), სადაც შედარებით დაცულია მთლიანობა. სახლში შესვლა შესაძლებელია ქუჩისპირა ფასადებზე მოთავსებული სამი სადარბაზო შესასვლელით; აქედან ერთი ტურგენევის ქუჩაზე გამოდის, ორიც _ ჯავახიშვილზე. სახლს სამხრეთი ფასადის სიმეტრიის ღერძზე, ეზოში გვირაბით გამავალი ჭიშკარიც ამშვენებდა, რომელიც ამჟამად დავიწროვებულია სადარბაზო კარად. სახლის დასავლეთ ფასადი შეულესავი ყრუ აგურის წყობითაა მოყვანილი (მასზე მოგვიანებით მომცრო და უადგილო სარკმელია გაჭრილი), ხოლო ზურგის ფასადი სრულად გადაჰყურებს ეზოს ჩაკეტილ ტერიტორიას. შენობის ქუჩისპირა საფასადო კომპოზიცია მხატვრული გამომსახველობით არ გამოირჩევა, მით უფრო, რომ დროთა განმავლობაში შეილახა მისი ავთენტური იერსახე, ხოლო რაც გადარჩა ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაშია. სარდაფის სარკმლებით დატიხრულ მაღალ ცოკოლზე შესმული შენობა სადად პროფილირებულ სართულშუა თაროს, კარნიზსსა და დამაგვირგვინებელ ყრუ პარაპეტს მოიცავს. გარდა ამისა, ფასადის მხატვრულ-კონსტრუქციულ დანაწევრებაში არსებით როლს თამაშობს კარ-სარკმელთა ღიობები და მათი რიტმული წყობა, ასევე ღიობებს შორის საზღვრად გადებული უსამკაულო პილასტრები. მხატვრული გადაწყვეტის მეტი მრავალფეროვნებაა შემორჩენილი ეზოს ფასადების გაფორმებისას. რადგან ეზო ძალიან დიდ პერიმეტრზეა გაშლილი, ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირები, მრგვალი სვეტების სვეტისთავები თუ გადაყვანილი ჭვირული თაღები, სხვადასხვა ორნამენტული სქემებით არის დამუშავებული. საკუთრივ ეზო გამწვანებულია, განახლებული ასფალტის საფარით. ეზოს ფასადებზე, რა თქმა უნდა, არის მინაშენები და დაშენებები, მაგრამ ავთენტური ქსოვილი მაინც შენარჩუნებულია. ეზოს ფასადის სარდაფის სართულში ჩასვლა ქვის კიბეებით არის შესაძლებელი, სარდაფული სათავსების მიახლოებული სიმაღლე 2,40 მეტრია. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ ცუდია, რადგან დაზიანებულია სახურავი, ნაჟური წყლით დანესტილი და დაზიანებულია კედლები და ჭერი. ფასადებზე ჩამოცვენილია ნალესობა, აღინიშნება ვერტიკალური, მრავლობითი ბზარები. ეზოს მხარეს გამაგრება-განახლებას საჭიროებს ხის კონსტრუქციათა უმრავლესობა. შენობის ავთენტური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, განსაკუთრებით დიდია დანაკლისები ქუჩისპირა ფასადებზე, სადაც სარკმელთა ალათების უმრავლესობა ცემენტით შელესილია და დაკარგულია, თვითნებური ახალი ნალესობითაა დაფარული ჯავახიშვილის ფასადის ზოგიერთი კედელი, დაკარგული და გადაგვარებულია ეზოს ჭიშკარი, დაკარგულია ავთენტური სადარბაზოს კარი ტურგენევის ქუჩის მხარეს და სხვ. მაგრამ ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის (იგულისხმება ეზოს ჭვირული ფრაგმენტები) დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5370
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./37.ტურგენევის ქ./8.ტურგენევის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის შუახანა.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80348507
Y: 41.70738127