CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2859
ObjectID: 2859
ID: 2859
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი მდებარეობს აღმაშენებლის #30-ში და ქუჩის გეგმარებით თუ სივრცულ განაშენიანებაში ლოგიკურადაა ჩართული. შენობა ორსართულიანია, ნაგებია ძველი აგურით, შელესილია და შეღებილი ღია წაბლისფერი საღებავით (რომელიც ამჟამად ძლიერაა დაზიანებული). გადახურვა ლითონისაა. გეგმით სახლი რუსული “პ”-ს ფორმისაა. პირველ სართულზე ფასადი ორი ფართო სწორკუთხა ღიობითა და სადარბაზოში შესასვლელი კარით იხსნება. როგორც ჩანს, იგი მოგვიანო გადაკეთების შედაგად უნდა იყოს სახეცვლილი: შეღებილი, ხოლო ღიობები ლითონის ჟალუზებით დაფარული. მეორე სართული ერთი ლითონის, აჟურული აივნითა და ორი მცირე ზომის სარკმლითაა დანაწევრებული. ფასადი სტილისტურად ეკლექტურია, ისევე როგორც ამ უბანში მდებარე არაერთი შენობა. იგი როკოკოს ნიშნების შემცველია, რაც სარკმლებს შორის განთავსებულ სკულპტურულ მედალიონებსა (ამურების ფიგურატიული გამოსახულებები) და კარნიზის დეკორატიულ შემკულობაში (გორლანდების წნული) აისახება. სახლი მძიმე მდგომარეობაშია: სახეცვლილია I სართულია, ძლიერაა დაზიანებული საფასად ლესვა, სკულპტურული ნაძერწობა და მცირე პლასტიკა. შენობის ისტორიული, ქალაქგეგმარებითი და ფასადის მხატვრული ღირებულებიდან გამომდინარე მასზე დასაშვებია მხოლოდ საკონსერვაციო სამუშაოების წარმოება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4207
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80196738
Y: 41.70416857