CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2858
ObjectID: 2858
ID: 2858
Name: საქართველოს რკინიგზა
FullName: საქართველოს რკინიგზა
Description: შპს ,,საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციული შენობა ორი კორპუსისაგან შედგება და, შესაბამისად, ორი ქუჩის _ თამარ მეფის გამზირისა და მ. წინამძღვრიშვილის _ კვეთაზე მდებარეობს. მხატვრულ-არქიტექტურულად განსხვავებულ კორპუსებს მიახლოებული ქრონოლოგია აერთიანებს _ 1940-იანი წლების მეორე ნახევარი და 1950-იანი წლების დასაწყისი, როდესაც თბილისში ე.წ. სტალინისტური არქიტექტურის მასშტაბური და ძვირადღირებული მშენებლობები მიმდინარეობდა. ნაგებობის გარე ფასადთა პომპეზური მასშტაბები ,,ფსევდო-ქართული სტილშია” გადაწყვეტილი. ეს უკანასკნელი საფასადო დეკორში შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო მხატვრული გაფორმების ცალკეული მოტივების კომპილაციურ გამოყენებას გულისხმობდა. თვალშისაცემია მთავარი ადმინისტრაციული კორპუსის იერსახე _ ქვით მოპირკეთებული და უხვი რელიეფური ჩუქურთმებით გაფორმებული დეტალებით. კორპუსი მოსწორებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური, სამხრეთის ფასადით მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის; გვერდითა ფასადები მეზობელ განაშენიანებას ებჯინება. სამსართულიანი შენობის საფასადო კომპოზიცია სიმეტრიულია და მის მასშტაბურ დანაწევრებაში გამოიკვეთება ვიწრო კოშკის მაგვარ, რიზალითურ შვერილებში მოქცეული, დაბალი ფრონტონით დასრულებული არე. სარკმლების მეშვეობით შედარებით სადად დანაწევრებული კიდურა ფრთები მაღალ ცოკოლის სართულზე დგას და მის განმასხვავებელ კონსტრუქციულ ელემენტს მეორე სართულის ყრუ პარაპეტიანი აივნები წარმოადგენს. აივნების მოაჯირები მასიური, ქვაში ნაკვეთი რელიეფებით არის შევსებული. ყურადღებას იქცევს რიზალითების კარ-სარკმლის ღიობთა მომჩარჩოებელი კოლოსალური, ლილვოვანი თაღები და ხუთმალიან თაღედში მოქცეული ცენტრალური შესასვლელი და მისი მიმდებარე სარკმლები (განვითარებული შუა საუკუნეების კლასიკური ხუროთმოძღვრული სქემების გამოძახილი). ზოგადად, მთავარი ფასადის დანაწევრებაში წამყვანი როლი კარ-სარკმლის კონსტრუქციებს ენიჭება. ამ მხრივ, რიზალითების გამოკლებით, დაცულია შემდეგი სიმეტრია: შუა სართულის თაღოვანი სარკმლები პირველი და მესამე სართულების სწროკუთხა სარკმლებს შორისაა მოქცეული. აქცენტირებულია რიზალითებზე განლაგებული ღიობები: პირველ და მეორე სართულებზე ორდგარიანი სარკმლებია გაჭრილი, ხოლო მესამეზე _ ვარდულით გაფორმებული შეწყვილებული თაღოვანი სარკმლებია. შპს ,,საქართველოს რკინიგზის” მთავარი ადმინისტრაციული კორპუსის გარე ფასადთა მხატვრულ ღირსებას მისი დეკორატიული გადაწყვეტა წარმოადგენს. აქ მნიშვნელოვანია როგორც გააზრებულად შერჩეული ქვის წყობის ფერადოვნება (ძირითადი მოწითალო-მოშინდისფრო წამყვანი ფერისა და ოქრა ტონალობის შეთანხმება, რაც ასევე, ქართული ხუროთმოძღვრული საეკლესიო ტრადიციის გამოძახილია), ისე ცენტრალური შესასვლელის აღმნიშვნელი ლილვოვანი თაღედის, ძველი ორნამენტული სქემების მიხედვით გაფორმებული კარ-სარკმლის საპირეთა და შვერილი კარნიზის მდიდრული მოჩუქურთმება. რაც შეეხება შპს ,,საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციის მეორე კორპუსს, რომელიც უშუალოდ ებმის მთავარს, განსხვავებული და შედარებით გამარტივებული მხატვრული გადაწყვეტით ხასიათდება. სამხრეთისკენ მცირედ დახრილ რელიეფზე მდებარე ნაგებობა იდენტური სამხრეთ-დასავლეთის ფასადებით მ. წინამძღვრიშვილისა და თამარ მეფის გამზირებზე გამოდის და შესასვლელი კარებების გარეშეა აღნიშნული. ოთხსართულიანი (მაღალი სართულების მქონე) შენობა მაღალ ცოკოლზე დგას, რომელიც არაფორმალურ მეხუთე სართულად შეიძლება მოვიაზროთ. შენობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, ცოკოლის სართულში, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩამავალი კიბეების უჯრედია მოთავსებული (მიწისქვეშა გადასასვლელები გზაჯვარედინის პრინციპით ერთდროულად კვეთს თამარ მეფის გამზირსა და მ. წინაძღვრიშვილის ქუჩებს). საფასადო დანაწევრება ორ პირობით არედ იყოფა _ მსხვილად დაწახნაგებული ბაზალტის რუსტით მოპირკეთებული პირველი სართული და სადად შელესილი ზედა სამი სართული, რომელსაც დენტიკულებიანი არშია და კრონშტეინებზე შესმული მასიური კარნიზი ასრულებს. ფასადები აივნებისა და კარის ღიობების გარეშეა წარმოდგენილი და სარკმელთა მონოტონურ რიგს მხოლოდ მცირე დეკორატიული აქცენტები არღვევს, როგორიცაა განსხვავებული სარკმლის ფორმები (თაღოვანი პირველსა და ბოლო სართულებზე, სწორკუთხა _ შუა სართულებზე), პირველი სართულის რუსტის წყობაში გამოყვანილი თავსართები (საჭექი ქვის იმიტაციით), მეორე სართულის სარკმელთა სწორკუთხა სანდრიკები და კარნიზს ქვემოთ თანაბარზიმიერი ინტერვალებით დასმული ვარდულები. შპს ,,საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციული ნაგებობა მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც ისტორიული თავლსაზრისით (ეპოქის უნიკალურობა), ისე მხატვრული თვალსაზრისით და შენების მაღალი ხარისხით. ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4395
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თამარ მეფის გამზ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction:
ადმინისტრაციული;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7946613
Y: 41.7185549