CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2853
ObjectID: 2853
ID: 2853
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი #15 მდებარეობს მარჯანიშვილის ქუჩაზე. შენობა სამსართულიანია, პირველ სართულზე მოწყობილია სავაჭრო დანიშნულების ობიექტები (ისევე როგორც მარჯანიშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სხვა შენობებში). შენობა ნაგებია აგურით, შელესილია და მონაცრისფრო თეთრი საღებავით შეღებილი. საცხოვრებელი სახლის ფასადი მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების სტილისტიკაში ეწერება. იგი სიმეტრიულია, სადა, ამპირის ან კლასიციზმის ელემენტების შემცველია და სწორკუთხა სარკმლების, კარის და აივნების მონაცვლეობითაა შედგენილი. ცენტრში მოცემულია ლითონის ორნამენტული აივნები, მათ ერთ მხარეს წყვილი, ხოლო მეორე მხარეს თითო სარკმელია გაჭრილი. სარკმლების თავზე წარმოდგენილია მცენარეულ ორნამენტში ჩართული მამაკაცის თავების სკულპტურული გამოსახულებები. სარკმლებს ზემოდან გასდევს დეკორატიული თაროები. შიდა ეზოში მოხვედრა მთავარი ფასადის მარჯვენა ნაწილში გაჭრილი ფართო სწორკუთხა კარის მეშვეობითაა შესაძლებელი. მეორე შესასვლელი სადარბაზოში შედის, სადაც აღსანიშნავია ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. შენობა ღირებულია ისტორიული, ქალაქგეგმარებითი და მხატვრული თვალსაზრისით. მასზე დასაშვებია საკონსერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4602
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯანიშვილი კოტეს ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7960636
Y: 41.7088898