CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2852
ObjectID: 2852
ID: 2852
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობა მე-19 საუკუნის დასასრულს მიეკუთვნება. იგი ძველი აგურითაა ნაშენი და შელესილია. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია, კლასიცისტური ელემენტებით გაფორმებული. პირველი სართულის 3 სარკმელი კედლის თაღედშია მოქცეული, რომელიც პილასტრებს ეყრდნობა, ეზოში შესასვლელი კარი კუთხეშია გაჭრილი. ახალი, რკინის ყრუ კარის თავზე ძველი ლითონის ცხაურია შემორჩენილი. მეორე სართული თაღოვანი საპირეს მქონი სარკმლებითა და ცენტრში მოცემული აივნის კარის ღიობითაა დანაწევრებული. აივანი ლითონისაა, აღსანიშნავია მისი ორნამენტული მოაჯირი. სართულებს შორის გამყოფი როლი ენიჭება კარნიზს. ასევე, პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი ასრულებს ფასადის კომპოზიციას. ნაგებობას აქვს სარდაფი, რომლის ჩასასვლელი ასევე ქუჩის მხრიდანაა. სარდაფი დალუქულია. ეზოში ვიწრო, მუზარადისებრი თაღედის გავლით შეიძლება მოხვედრა. ეზოსკენ მიმართული ფასადი მთლიანად გადაკეთებულია, შელესილია და შეღებილია. შემორჩენილია, მხოლოდ ოთხი ხის დორიული სვეტი, რომელიც შელესილობაშია მოყოლილი. ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. ეზოში შენობის ნაწილი დანგრეულია. შეღებილი და გარეგნულად მოწესრიგებული ფასადის მიუხედავად, შეინიშნება ბზარები და ნაპრალები. ეზოს შესასვლელი რკინის ხიმინჯებითაა გამაგრებული. შენობა საგულისხმო როლს თამაშობს მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ ქსოვილში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5259
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8048176
Y: 41.70373837