ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2849
ObjectID: 2849
ID: 2849
Name: გაერთიანებული ქართული ბანკი
FullName: გაერთიანებული ქართული ბანკი
ComplexName:
Description: შენობა მდებარეობს დ. უზნაძისა და ჭოროხის ქუჩების კუთხეში. ნაგებობა ოთხსართულიანია, შელესილია და შეღებილი. გადახურვის მასალად გამოყენებულია ლითონი. შენობა ერთ-ერთი მკაფიო აქცენტია ქუჩის სივრცულ განაშენიანებაში. მთავარი ფასადი უზნაძის ქუჩისკენ გადის. ფასადის კომპოზიციური გადაწყვეტა სიმეტრიულია და იგი სტალინური “ამპირის” ნიშნებს ატარებს. პირველ სართულზე სწორკუთხა სარკმლები გამოდის, სადა პროფილირებული საპირეებით. მეორე, მესამე და მეოთხე სართულები თაღოვანი, სადა, პროფილირებული საპირეებით შემოსული ფანჯრების და აივნების მონაცვლეობითაა გადაწყვეტილი. აივნები ქვისაა, რიკულებიანი. სარკმლებს შორის კედლის სიბრტყე იონური ორდერის კაპიტელებით დასრულებული პილასტრებითაა შევსებული. ფასადს მთელს პერიმეტრზე შემოევლება გემოეტრიული ორნამენტებით უხვად დატვირთული და რელიეფურად პროფილირებული კარნიზი. ანალოგიურადაა გაფორმებული შენობის მეორე ფასადი ჭოროხის ქუჩის მხრიდან (ფანჯრების, აივნების მონაცვლეობით). პარადულია მთავარი, უზნაძის ქუჩიდან მოწყობილი შესასვლელის გაფორმება. სწორკუთხა, კესონირებული ზედაპირის მქონე კარი დამატებით მოჩარჩოებულია ფართო სიბრტყით, რომელის ზედაპირიც ერონული სტილის იერსახის მქონე ორნამენტაციითაა დაფარული. კარის ზევით, ცენტრში წმ. გიორგის მედალიონის სკულპტურული გამოსახულებაა. შესასვლელის სივრცე გარემონტებულია. შენობა მნიშვნელოვანია არქიტექტურულ-გეგმარებითიდა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით. მისი ღირებულებიდან გამომდინარე, ძეგლზე მიზანშეწონილია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5340
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭოროხის ქ./3.უზნაძე დიმიტრის ქ./37
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის პირველი ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კომუნიკაციის>>ფოსტა; საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7995313
Y: 41.70458921