ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2845
ObjectID: 2845
ID: 2845
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი, მცირემასშტაბიანი სახლის ფასადის სიმეტრიას, კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ წყვილად მოთავსებული კარები არღვევს. ისინი საერთო ორქანობა წინფრით არის შემკული. სადარბაზოში სადა რკინის ცხაურით შემოსაზღვრული ქვის კიბეა მოწყობილი. მის ორსავ მხარეს თანმიმდევრულად განლაგებულია სადა სარკმლები. მეორე სართულს ღიობების მწკრივი ანაწევრებს, რომელთა შორისაც ორი, შუა ღერძიდან თანაბარი მანძილით დაშორებული რკინის აჟურული მოაჯირით შემკული აივნებია შეკიდული. პირველ სართულს მოდერნის სტილის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთთან მჭიდროდ გავლებული ჰორიზონტალური ხაზებით დაღარული სარტყელი მიუყვება, რომელიც ფანჯრების ღიობებით არის დანაწევრებული. შენობის მომრგვალებულ კუთხეებში, ასევე მოდერნული ხუროთმოძღვრული ელემენტი, წრიული ფორმიდან ვერტიკალურად დაშვებული სხვადასხვა ზომის ღეროებია დატანილი. სახლს ტიპური უკანა ფასადი ერთვის გვერდიდან, რომელიც თითქმის შეუმკობელია. სახლი ეზოს შეიცავს. მისკენ სადა შუშაბანდებია მიმართული. მათი თავდაპირველი იერსახე გვიანი, მცირემასშტაბიანი მიშენების შედეგად სახეცვლილია. მეორე სართული ეზოს რკინის ხვეული კიბით უკავშირდება, რაც ერთი შეხედვით უბრალო, ეზოსკენ გამავალ ფასადს, მრავალფეროვნებას მატებს. ეზოს მხრიდანვეა მოწყობილი სარდაფში ჩასასვლელი, რომელიც დაზიანებულია. ორსართულიანი მცირემასშტაბიანი ნაგებობის ფასადი მოდერნის ცალკეული ელემენტებით მწირად არის შემკული. ექსტერიერს რკინის აჟურული აივნები და წინფრა საზეიმო ელფერს ანიჭებს. ეზოსკენ მიმართული ტრადიციული შუშაბანდები მას თბილისური საცხოვრებლის იერს ძენს. მცირემასშტაბიანი ნაგებობა მიმდებარე განაშენიანების ერთიანი სურათის შექმნაში ერთ-ერთ როლს თამაშობს და სხვა ნაგებობებთან ერთად მის სილუეტს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4713
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./41
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79938644
Y: 41.7149897